განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში ავტოსაგზაო შემთხვევას 31 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
მერის წარმომადგენელი, ჯონი თოშხუა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 7 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.
„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ლევან გვაზავა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს “, - ამბობს თოშხუა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.