„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე.
ავტომობილის მართვის დროს, მძღოლს, სავარაუდოდ, ინსულტი განუვითარდა და გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, შემდეგ საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც შეჯახება მოჰყვა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ჯგუფში თვითმხილველმა გაავრცელა.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.