სტატისტიკის უკან, გამწარებული ოჯახი და ნათესავები, მეგობრები ვართ... ისევ მიემატა ტრაგედიას ტრაგედიები - შორენა სურმანიძე გარდაცვლილ მეგობარზე

ჩემი ტკბილი გოგო

ჟურნალისტი, შორენა სურმანიძე  უნივერსიტეტის ქუჩაზე, მშენებლობისას ტრაგიკულად დაღუპული პირის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, წლები გადის და მშენებლობაზე დაუდევრობით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა იზრდება, ხოლო მათ უკან ტრაგედიით გამწარებული უამრავი ოჯახი დგას.

„მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა" ან " მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა" და ასე, გრძელდება უსასრულოდ, ნიუსები იწერება...

მეც ბევრჯერ დამიწერია სამწუხაროდ, და მერე რა, რომ არ ვიცნობდი, გულში ყოველთვის რაღაც მწყდებოდა...
ჰო, არაფერი ეშველა უსაფრთხოების ნორმებს და სტატისტიკაც წლებთან ერთად გაიზარდა...

სტატისტიკის უკან კი, ტრაგედიები, გამწარებული ოჯახები... დედები, მამები, ძმები, დები, შვილები და მეგობრები...
რამდენიმე წლის წინ, მშენებლობიდან ბიძაშვილის ქმარი, ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა... ჩემ დაბადების დღეზე, აპრილში, საშინელი ქარი იყო მაშინაც... გადმოვარდა და, დღემდე გამოუძიებელ, თაროზე შემოდებულ საქმედ დარჩა ...

იმის მერე გგონიათ რამე შეიცვალა?! ცხადია, არაფერი... ისევ მიემატა ტრაგედიას ტრაგედიები...
და გუშინ, იმ საშინელ ქარიან დღეს, „კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა მშენებლობამ..." გაუფრთხილებლობამ, დაუდევრობამ...

და იმ "ნიუსის"- სტატისტიკის უკან, გამწარებული ოჯახი და ნათესავები, მეგობრები ვართ...
Jaba Kamadadze რამდენ ადამიანს ეტკინე, რამხელა სიყვარული დაგითესავს, ეს რა გვიქენი ყველას... როგორ შეიძლება შენ აღარ იყო...  

უფალმა ნათელში გამყოფოს და შენ საყვარელ ოჯახს გამძლეობა ჰქონდეს, უშენოდ... “, - წერს შორენა სურმანიძე.