"ვერავინ წარმოიდგენს ამ ხალხის თვალებში დანახულ კოშმარს" - პოლონეთის საზღვარზე "შინდლერის სიის" მსახიობი უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება

shindleris sia

მსახიობი ოლივია დაბროვსკა (Olivia Dabrowska), რომელმაც სტივენ სპილბერგის „ოსკაროსან“ ფილმში „შინდლერის სია“ პატარა გოგონას როლი ითამაშა, პოლონეთში მოხალისეთა რიგებს შეუერთდა და უკრაინელ დევნილებს ეხმარება, რომლებიც სასტიკად იტანჯებიან რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო.

ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის, განსაცვიფრებელი და სულისშემძვრელი რომანი „შინდლერის სია“ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ პოლონეთში გვამოგზაურებს. მწერალი გვიყვება დაუჯერებელ ამბავს – როგორ იხსნა ნაცისტური პარტიის წევრმა გერმანელმა მეწარმემ, ოსკარ შინდლერმა, ათასზე მეტი ებრაელი გარდაუვალი სიკვდილისგან წარმოუდგენელი სიმამაცისა და რისკის ფასად.

ეს დაუჯერებელი ამბავი ნამდვილად მოხდა და დღემდე რჩება ადამიანური სიკეთისა და უანგარო თავგანწირვის საოცარ მაგალითად. ამ რომანისთვის თომას კენილმა ბუკერის პრემია და საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების ნომინაციაში „ლოს-ანჯელეს თაიმის“ ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. „ის, ვინც ერთი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, იხსნის მთელ ქვეყნიერებას.“

32 წლის ოლივია, რომელმაც "შინდლერის სიაში" პატარა მსახიობი განასახიერა, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ცხოვრობს, ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ჩავიდა. იგი კოორდინაციას მოხალისეთა ჯგუფს უკრაინელი დევნილების დასახმარებლად უწევს.

მსახიობმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საკუთარო ფოტო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ კორჩოვიდან, მის უკან კი დევნილების ავტობუსების რიგი ჩანს.

"გოგონა შინდლერის სიიდან" დახმარებას ლტოლვილების დასახმარებლად ითხოვს:

"ეს მე ვარ, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, კორჩოვასთან - რამდენიმე დღის წინ...  იქ ჩემს მამაც დედასთან ერთად ვიყავი, ადგილი ჩემს ზურგს უკან დევნილების მიმღები პუნქტია. იქ ერთ-ერთი უკრაინულ ოჯახს (დედა 2 შვილით) შევხვდით, რომელსაც ტრანსპორტი ძალიან შორეულ ქალაქში - გერმანიის საზღვართან მისასვლელად სჭირდებოდა.

"სახალისო" ფაქტი: კორჩოვა იავოვირს ესაზღვრება. დღეს, კი რუსეთმა იავორივი დაბომბა, ეს პოლონეთიდან მხოლოდ 20 კილომეტრშია, ასე ძალიან ახლოს! მეშინია, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, დავეხმარო ლტოლვილებს.

რაც შეეხება ამ ოჯახს, როგორც წესი, ლტოლვილები ჩვენს რაიონში გადაგვყავს, მაგრამ ამჯერად უბრალოდ „არა“-ს თქმა არ შეგვეძლო. ამ სასოწარკვეთილ ოჯახს დასთან წასვლა სურდათ. ის ბავშვები... ღმერთო ჩემო, ცრემლებს ძლივს ვიკავებ...

ყველაფერს, რაც იქ ვნახე, ვერ გეტყვით, რადგან გონებაში ამ ყველაფრის გამომხატველი სიტყვები არ მიტრიალებს... ვერავინ, ვისაც ეს არასდროს უნახავს, ​​ვერ წარმოიდგენს ამ ხალხის თვალებში დანახულ კოშმარს...

ეს არის მიზეზი, რის გამოც გთხოვთ დახმარებას. ყველანაირი დახმარების გაწევა შეგიძლიათ, მაგრამ გულწრფელი ვიქნები (თუ უხეში ვარ, ბოდიში)  და გეტყვით - ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ფულია. ჩვენ გვჭირდება საწვავზე, საკვებზე, ჰიგიენურ და სხვა საშუალებებზე თანხის გადახდა. 

მე ახლახან დავიწყე თანამშრომლობა პოლონურ ფონდთან და რამდენიმე დღეში გეტყვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ იმის გასაგებად, თუ როგორ ხდება ლეგალურად ჩემი და ჩემი მოხალისეთა ჯგუფის მეშვეობით აშშ-დან ან სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მხარდაჭერა." - წერს მსახიობი.