ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა - რუსლან სტეფანჩუკი

რუსლან სტეფანჩუკი

"ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა", - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი "ტვიტერზე" წერს.

„შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა დაადასტურა. ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!", - აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.