მედია: ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია. ისმის აფეთქებების ხმა
1750426647
პიროტექნიკით დაზარალებულები თბილისის ცენტრალურ კლინიკებში წელსაც მოხვდნენ.
პირველ და ორ იანვარს საავადმყოფოებში ის ადამიანები შეიყვანეს, რომლებიც ახალი წლის დღეებში ასაფეთქებლებით დაზარალდნენ. ძირითადი დაზიანებები მათ კიდურებზე აქვთ.
ექიმები და სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, მკაცრად დაიცვან ინსტრუქცია და მოარიდონ პიროტექნიკა ბავშვებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია პიროტექნიკის გამოყენების წესების დაცვა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მთავრდება მძიმე ტრავმებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პატარები მოვარიდოთ. ამ ახალ წელს პიროტექნიკით დაზიანებული 7 ადამიანი გვყავდა, აქედან 1-მა თითიც კი დაკარგა, დანარჩენს მტევნის მძიმე დაზიანება ჰქონდა," - განაცხადა ქირურგმა მირიან ბოცვაძემ.