მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
1793722889
თბილისის 175-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი კამათი, სკოლაში, ქაღალდის თვითმფრინავის სროლის გამო დაიწყო, სკოლის გარეთ კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მოსწავლე, რომელმაც თანაკლასელს ქაღალდის თვითმფრინავი ესროლა, შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭს სახის ძვლები აქვს დამტვრეული. მოზარდს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, მხილებულია ერთი პირი.