დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი.
ხანძარი სენაკში 16 იანვარს გაჩნდა. არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში გადაიყვანეს.