"ჩემი სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი მოკლულ 20 წლის ბიჭზე

buka petriashvili

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.

არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ტრაგედიას ეხმიანება ევ­როპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი, რომელიც გარდაცვლილი ახალგაზრდის ფოტოს აქვეყნებს:

„ჩემი მუდამ მომღიმარი, მხიარული, ლაღი, სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი“,- წერს ბუკა პეტრიაშვილი.