„დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში... ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია“ - ვინ არის ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი? რა დეტალები ხდება ცნობილი

მირიან კუკავა

20 წლის ახალგაზრდა, რომელიც ცხვარიჭამიაში მოკლეს, მირიან კუკავაა. დანაშაული ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილეს აღნიშვნის დროს მოხდა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, ამ წუთებში ხალხმრავლობაა მცხეთის პოლიციასთან, სადაც დილის 4 საათიდან დაკითხვები მიმდინარეობს. პოლიციაში იმყოფებიან ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდების მშობლებიც.

„დილით გავიგე ეს ამბავი. ისეთი კარგი ბიჭი იყო. დაბადების დღეზე იყო და ვიღაცამ გაუყარა დანა გულში. მიმალავდნენ, ახლა მითხრეს. გადასარევი ბავშვი... პოლიციაში არიან ჩემი შვილებიც ახლა. ჩემს ხელში გაზრდილი, არაჩვეულებრივი, წესიერი, თბილი, ტკბილი ბავშვი“ - ამბობს მეზობელი „ტვ პირველთან“.

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, რადგან მან მიმალვა მოასწრო.