„ნუ დატოვებთ ჭურჭელს ნიჟარაში“ - გოგა მანიას გაფრთხილება
1781127240
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დაკავების ცენტრში 43 წლის ქართველი ემიგრანტი, მამუკა ართმელაძე გარდაიცვალა. შემთხვევა 4 ივნისს, ლუიზიანის შტატში მდებარე ვინის სასჯელაღსრულების ცენტრში მოხდა.
ICE-ის ინფორმაციით, ართმელაძე უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სააგენტოს განცხადებით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და შესაბამისი ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.
ICE-ის ცნობით, მამუკა ართმელაძე მიმდინარე წლის თებერვალში ნიუ-ორლეანში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ მას აშშ-ში ყოფნის კანონიერი სტატუსი არ ჰქონდა.
ამერიკული მედიის ცნობით, ართმელაძე დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პერიოდში ICE-ის დაკავების დაწესებულებებში გარდაცვლილი 50-ე პირია.
ABC News-ის ინფორმაციით, ფედერალური საიმიგრაციო დაკავების სისტემისთვის ბოლო 14 თვე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად მიიჩნევა დაკავებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის მხრივ.