Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313
სამეცნიერო ჟურნალ BMC Cardiovascular Disorders-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, არარეგულარული ძილი და დაძინების დროის ხშირი ცვლილება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
კვლევაში 3200-ზე მეტი საშუალო ასაკის ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ძილის რეჟიმსაც მეცნიერები 10 წლის განმავლობაში სმარტ-საათების მეშვეობით აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში 128 მონაწილეს გულის შეტევა, ინსულტი ან გულის უკმარისობა განუვითარდა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს არ იძინებდნენ, გულის სერიოზული დაავადებების განვითარების თითქმის ორჯერ მეტი რისკი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვინც სტაბილურ ძილის რეჟიმს იცავდა. რისკი განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა იმ პირებში, რომლებსაც ღამეში 8 საათზე ნაკლები ეძინათ.
სპეციალისტების განმარტებით, გულის ჯანმრთელობისთვის მხოლოდ ძილის ხანგრძლივობა არ არის მნიშვნელოვანი — გადამწყვეტ როლს მისი რეგულარულობაც ასრულებს. მათი შეფასებით, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა.
ამასთან, სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მარტოობის განცდაც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს. მეცნიერების თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი არა სოციალური კონტაქტების რაოდენობა, არამედ სწორედ მარტოობის სუბიექტური განცდაა, რომელიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან, მათ შორის მავნე ჩვევებთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან არის დაკავშირებული. წყარო
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313
საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში
1781164989