როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობა და ახლაც გრძელდება.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, 300-მდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ქრობის ღონისძიებებში ჩართულია, ასევე, ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
გარდა ამისა, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებთან ხანძრის გადასვლის საფრთხე მოხსნილია.