ნკ

პოლიტიკა 1782709524

უკრაინის საგარეო უწყება ვლადიმერ პუტინს: ოთხი წლის განმავლობაში მილიონ 300 ათასამდე ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება

ზედიზედ მეხუთე წელია, პუტინი ისე ლაპარაკობს, თითქოს ომს მოიგებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.„ოთხი წლის განმავლობაში მილიონ 300 ათასამდე ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება“, - წერს ტიხი.ცნობისთვის, კრემლის ლიდერმა მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ფრონტის ხაზზე პოზიციებს კარგავენ და ტერორიზმს მიმართავენ. 

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო 1782676225

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გაკვეთილი აღმოჩნდა.„ჩვენ რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამე გვასწავლა. მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეფასებინა თვითონ ცნება – „რუსეთის მოქალაქე“, – განაცხადა პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე.მისი თქმით, რუსეთი ყველა გამოწვევას გაუმკლავდება, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებსაც.„ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობა ჩვენი ქვეყნისთვის რთულ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო დროს იმართება: მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური სისტემური ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უკრაინა ფრონტზე უკან იხევს და ამიტომ ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა.„კიევის რეჟიმი მთელ ფრონტის ხაზზე უკან იხევს და ამიტომ გადავიდა ღიად ტერორისტულ ქმედებებზე. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე?“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ ზეწოლას ახორციელებს, თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია.„რუსეთი განიცდის უხეშ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო ზეწოლას დასავლური ელიტების მხრიდან. მათ სურდათ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება, ჩვენი ბრძოლაში დამარცხება, თუმცა არ გამოუვიდათ. ცდილობენ პოლიტიკური ვითარების არევას, შიდა დაპირისპირების გამოწვევას – ესეც არ გამოსდით“, – განაცხადა  პუტინმა.

მარკო რუბიო

მსოფლიო 1782401219

აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა - მარკო რუბიო

აშშ-სა და რუსეთს შორის ალასკაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, წინადადება ალასკაზე გაკეთდა, მაგრამ შეთანხმებად არასოდეს ქცეულა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისივე თქმით, შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა.„რუსეთს სურს, რომ დონბასის მთელი ტერიტორია გადაეცეს, გარდა სხვა საკითხებისა, რომლებიც მათ დააყენეს, თუმცა შეთანხმება არასოდეს ყოფილა. შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.როგორც რუბიომ აღნიშნა, შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, კონსტრუქციული როლი შეასრულოს უკრაინაში ომის დასრულების პროცესში.ცნობისთვის, 24 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ერთგული რჩება იმ შეთანხმებებისა და ურთიერთგაგებისა, რომლებიც მიღწეული იყო ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპს შორის 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს.„ჩვენ ვინარჩუნებთ ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებას. მათი ავტორი, ფაქტობრივად, ამერიკული მხარე იყო, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა მხოლოდ თანხმობა განაცხადა ჩვენთვის შეთავაზებულ წინადადებებზე მას შემდეგ, რაც ისინი საფუძვლიანად შეისწავლა“, –  განაცხადა ლავროვმა.

სააკაშვილი

პოლიტიკა 1782395746

სააკაშვილი: პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით

პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, საკითხი ახლა დგას ასე, ან გამარჯვება, ან სიკვდილი.„საქმე ბევრად უფრო მძიმედაა, ვიდრე პარტიებისა და ცალკეული ადამიანების ბედი.უნდა შევხედოთ, რა ხდება რეგიონში. რუსეთი აწარმოებს რეგიონულ დაპყრობით ომს. ივანიშვილმა მას შესთავაზა პეტენის რეჟიმის როლის განმეორება საქართველოში.რა არის პეტენის რეჟიმი?მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის მარშალი პეტენი შეთანხმდა ჰიტლერთან, რომ საფრანგეთი არ შეუერთდებოდა ანტიგერმანულ კოალიციას. ქვეყნის შიგნით მოკლავდა ან დაიჭერდა ჰიტლერის მტრებს, დაამყარებდა მთელ ეკონომიკას გერმანიასთან ურთიერთობებზე, და სხვა შიდა მმართველობის საკითხებში პეტენს არავინ შეეხებოდა. მას ექნებოდა ავტონომია, და საფრანგეთის ძირითადი ნაწილი არ იქნებოდა გერმანიის პირდაპირი ოკუპაციის ქვეშ. ეს პეტენმა გაასაღა მშვიდობად და ომის თავიდან აცილებად.აბა, დაუფიქრდით – რამე ხომ არ გეცნობათ?ის, რაც ქართველებს მშვიდობა ჰგონიათ ქოცების სახით, არის მწარე ილუზია.ზუსტად ასეთი შეთანხმება ჰქონდა ჰიტლერს უნგრეთთან, ნორვეგიასთან, იტალიასთან. ერთი ერთზე იგივე ხდება რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ ომში გერმანიას როცა გაუჭირდა, მან გვერდზე გაწია თავისი მოკავშირე მარიონეტული რეჟიმები და მოახდინა ამ ყველა ქვეყნის მთლიანი და ძალიან სისხლიანი ოკუპაცია, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა გერმანიის სრულ ჩამოშლამდე.ახლა რუსეთს ძალიან გაუჭირდა უკრაინასთან. პუტინი გრძნობს გარდაუვალი კრახის მოახლოებას და დაიწყო ფიქრი კუდის მოქნევაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ახლა რუსული მოძრაობები ცხინვალის რეგიონში. ეს არის ივანიშვილის შანტაჟი, რომ აღიაროს ოკუპირებული მიწების დამოუკიდებლობა. ივანიშვილი, თავის მხრივ, იმიტირებს დასავლეთთან დაახლოების სურვილს, მაგრამ დასავლეთი – არც ამერიკა და არც ევროპა – დღევანდელი ფორმით რეჟიმს არ მიიღებს და არ გადაეფარება. აი, პუტინისთვის კი საქართველოს სრული ფიზიკური გაკონტროლება ძალიან ადვილი საქმეა. ივანიშვილმა საკუთარი სიხარბითა და არაშორსმჭვრეტელობით მას უკვე მოუმზადა საფუძველი. ეკონომიკა, მათ შორის ტურიზმი, მთლიანად ჩამოკიდებულია რუსეთზე, რაც ივანიშვილს აწყობს პირადი გამდიდრებისთვის, მაგრამ კატასტროფაა ქვეყნისთვის. საკმარისია რუსეთმა გამოაცხადოს ემბარგო, შეაჩეროს ტურისტული ნაკადი, ცხინვალიდან ორმა სამხედრო მანქანამ ჩაკეტოს მთავარი მაგისტრალი და ერთი რაკეტა მოარტყან ლუგარის ლაბორატორიას, ივანიშვილი გაქუსლავს, თბილისში პირდაპირ რუსი დაჯდება და სისხლის გუბეებს დააყენებს, გვაგრძნობინებენ რუსული ჩექმის მთელ სიმყრალესა და სისასტიკეს.ახლა სწრაფი სვლით მივდივართ ამ რეალობის დადგომისკენ, და პოლიტიკურ სპექტრს თითქოს სძინავს. ამიტომ, ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა, ვიყვირო: ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით! ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები. მინდა, რომ ჩემს ხუთი თვის შვილიშვილს, ილიკო სააკაშვილს, ჰქონდეს სამშობლო და იამაყოს თავისი წარმოშობით.ახლა საკითხი ასე დგას: ან გამარჯვება, ან სიკვდილი. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ეს იყოს მტრის სიკვდილი და ჩვენი გამარჯვება“, – წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ სამხარაძე

პოლიტიკა 1782394703

ნიკოლოზ სამხარაძე: პუტინის მრჩევლად ე.წ. პრეზიდენტის გადაყვანა კომიკური ამბავია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვაა, რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს

ჩვენთვის მიუღებელია ის ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში გაფორმდა, ეს ცალსახად ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ამ შეთანხმებას გმობს.„ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავსმოხვეული შეთანხმება, რომელსაც არანაირი წონა და იურიდიული ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის, პუტინის მრჩევლად გადაყვანას, ეს კომიკური ამბავია. ვფიქრობ, გაგლოევს და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას ამით დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან რუსეთი, როგორც თავად ამბობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და ამ დროს, ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი მეორე ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლად გადაჰყავს. ასეთი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ეს არის დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვა და კიდევ ერთი აღიარება იმის, რომ რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.

ტრამპი ზელენსკი

მსოფლიო 1782234843

დონალდ ტრამპმა პირად საუბარში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, იმოქმედოს „უფრო გაბედულად“ რუსეთთან დაკავშირებით - უკრაინული მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად საუბარში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, იმოქმედოს „უფრო გაბედულად“ რუსეთთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ოფიციალურმა პირმა უკრაინულ მედიას განუცხადა.„ტრამპი ამბობს, რომ მას ნამდვილად არ სჯერა, რომ პუტინი რამეს გააკეთებს ზეწოლის გარეშე“, – დასძინა ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლო შეხვედრის დეტალებში ჩახედულმა ოფიციალურმა პირმა.მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არ დაადასტურეს, მხარს უჭერს თუ არა ტრამპი პირდაპირ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს, მათ აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალას მთავარ ფაქტორად მიიჩნევს.უკრაინელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ბოლო დროს განვითარებულმა სამხედრო მოვლენებმა ტრამპი დაარწმუნა, რომ კიევი წლის დასაწყისში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით უფრო ძლიერ პოზიციაშია.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო 1782228568

პუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში იყო მიღწეული

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა იმ საფუძვლებზე, რომლითაც მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.„რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში იყო მიღწეული“, - განაცხადა მან მთავრობასთან შეხვედრისას.„სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების, ანკორიჯში განხილული მოდალობების და, რაც მთავარია, ადგილზე არსებული რეალიების საფუძველზე. ასევე იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც მე ორიოდე წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოსვლისას ჩამოვაყალიბე“, - დასძინა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო 1782226860

ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირი თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა, ეს დღემდე გრძელდება - პუტინი

ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირი თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა, ეს დღემდე გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.პუტინის მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომამდე საბჭოთა კავშირმა ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მან ყველა ევროპულ ძალას შესთავაზა ალიანსი აგრესიული გერმანული რეჟიმის, ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ.„ისინი მაინც ერიდებოდნენ ამას და პირველები იყვნენ, ვინც ჰიტლერთან ხელშეკრულებები დადეს. 1938 წელს ვინ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას? მათ, დასავლელებმა – საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა“, – განაცხადა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში ჩავიდა, თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და დაიყვირა: „მე მშვიდობა მოგიტანეთ“. „მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, უფრო გონიერმა ადამიანებმა თქვეს: „აბა, ახლა ომი გარდაუვალია“. და სწორედ ეს მოხდა და შემდეგ ისინი საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდნენ. შემდეგ კი, იქვე, იმავე დღეებში, ნაცისტურმა გერმანიამ საბჭოთა კავშირის დადანაშაულება დაიწყო თითქმის თავდასხმაში, თითქმის თავდასხმის მომზადებაში. სისულელეა. და ასე გრძელდება ყველაფერი. და, სამწუხაროდ, ეს დღემდე გრძელდება“, – აღნიშნა პუტინმა.

ტრამპი

მსოფლიო 1781898995

ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა

G7-ის უამრავ სამიტზე ვყოფილვარ და ადრე ეს G8 იყო, მათ G8 უნდა შეენარჩუნებინათ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში.„სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა, მაგრამ ობამას არ უნდოდა პუტინი იქ ყოფილიყო. მგონი, კიდევ ერთ ან ორ სხვასაც არ უნდოდა. მათ პუტინის ჩამოშორება სურდათ. ადრე ეს G8 იყო. ბევრად უკეთესი იქნებოდა, ყველაფერი ისე რომ დარჩენილიყო“, - დასძინა ტრამპმა.

ანტონიუ კოშტა

მსოფლიო 1781895051

ევროკავშირი არ აპირებს, შუამავალი იყოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში - ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებას არ აპირებს.როგორც კოშტამ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირი ომის დასრულების შემდეგაც უკრაინის მხარეს იქნება.„ევროკავშირი არ არის და არც აპირებს, იყოს შუამავალი. ევროკავშირი უკრაინის მხარესაა. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიყავით ომის განმავლობაში და ომის დასრულების შემდეგაც მის გვერდით ვიქნებით“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ნათელია, ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთს სერიოზული მოლაპარაკებების დაწყება სურს.მისივე თქმით, „მსურველთა კოალიციას“ და მის ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებში საკუთარი როლი ექნებათ. რაც შეეხება ევროკავშირის ინტერესებს, კოშტას თქმით, მათი დაცვა ბლოკის ინსტიტუტებმა ხელშეკრულებების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ.ამასთან, კოშტას განმარტებით, უკრაინის დიპლომატიური გზით მხარდაჭერა საჭიროა.„სწორედ იმიტომ, რომ უკრაინის მხარდაჭერა დიპლომატიური გზითაც გვჭირდება, აუცილებელია, რუსეთთან პირდაპირი დიპლომატიური არხი გვქონდეს. სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დაწყების დრო ჯერ არ დამდგარა“, – აღნიშნა კოშტამ.მისივე თქმით, ევროკავშირს მოლაპარაკებებში უკრაინის ჩანაცვლება არ სურს.„ჩვენ არ გვინდა უკრაინის ჩანაცვლება, რადგან მხოლოდ უკრაინას, მხოლოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ლეგიტიმური უფლება, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს“, – განაცხადა კოშტამ.თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინა პროცესს თავად ხელმძღვანელობს.„უკრაინა პროცესს თავად ხელმძღვანელობს. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, უკრაინის გვერდით ვდგავართ. ადრე თუ გვიან, რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს, მათ შორის ჩვენი სანქციების ზეწოლის შედეგად. ეს მომენტი როდესაც დადგება, პრეზიდენტ პუტინის მიმართ ევროპას ერთიანი გზავნილი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კაროლ ნავროცკი

მსოფლიო 1781893996

პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.თითქმის 13-წუთიან გამოსვლაში ნავროცკიმ განაცხადა, რომ „თეთრი არწივის“ ორდენი არ არის ჩვეულებრივი ჯილდო, არამედ ეს არის პოლონეთის უმაღლესი ნდობის სიმბოლო, რაც ნიშნავს განსაკუთრებულ კავშირს პოლონეთის სახელმწიფოსთან და ხალხის განსაკუთრებულ მადლიერებას.„ასეთი სიმბოლო მოითხოვს არა მხოლოდ დამსახურებებს, არამედ იმ ღირებულებების პატივისცემას, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს... ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანხმობა განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ნაწილისთვის „უპა-ს გმირების“ სახელის მინიჭებაზე, კონსულტაციების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ“, - განაცხადა ნავროცკიმ.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას.„ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან ვიცით, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის პოლონეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. ამ შეფასებაში არაფერი შეცვლილა. რუსეთი არის აგრესორი, ხოლო პუტინი - დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელია ომის გაჩაღებაზე. ეს ომი ევროპისთვის ყველაზე დიდი შეიარაღებული კონფლიქტია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

გია ბარამიძე

პოლიტიკა 1781885160

„ნაციონალური მოძრაობა“ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი ან გამოუცდელი მოვიდეს და ამხელა პარტია თვალდახუჭული ვენდოთ - გია ბარამიძე

გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ცხადია საკადრო პოლიტიკა მიშას საუკეთესო მხარე არ გამოდგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.ბარამიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პოსტს აზიარებს, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება“.როგორც ბარამიძე წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი, ან გამოუცდელი ადამიანი მივიდეს და ამხელა პარტია, რომელმაც ამდენ წნეხს გაუძლო, თვალდახუჭულები ენდონ.„პრეზიდენტი სააკაშვილი არის, არა მარტო ენმ-ს, არამედ, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, მან ობიექტურად დაიმსახურა, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ნდობა და პატივისცემა.მე და ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები ვამაყობთ რომ მისი ლიდერობით, ვართ ენმ წევრები, რიგითი მებრძოლები.ადამიანს არც გული, არც სინდისი და არც გონება არ უნდა გვქონდეს, რომ მის გვერდით არ დავდგეთ და მხარი არ დავუჭიროთ, მით უფრო ისეთ გარემოებებში, როცა იგი (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) პუტინის პირადი ტყვე და მოღალატე კრიმინალთა, რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია.მიშასადმი პირადად ჩემი თანადგომა იყო, არის და იქნება მტკიცე და ურყევი, რადგან მჯერა, რომ მას მომავალშიც შეუძლია, ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისა და ცივილიზებული, დემოკრატიული, ევროპული, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანოს. ეს არასდროს ნიშნავდა, რომ ჩვენ ტაქტიკურ, თუ საკადრო საკითხებზე განსხვავებული აზრი და კამათი არ გვქონოდა.ღმერთია მოწამე და ხალხმაც იცის, რომ სამწუხაროდ, ამ კუთხით ენმ პოლიტიკა გამართული თითქმის არასდროს იყო. აბა, გავიხსენოთ მიშას არყოფნის პირობებში, ბოლო 14 წელი ვინ იყვნენ ენმ თავმჯდომარეები და რეალურად რომ აკონტროლებდნენ პარტიას ის ხალხი და სად არიან ახლა ისინი?გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ცხადია საკადრო პოლიტიკა მიშას საუკეთესო მხარე არ გამოდგა. რაც შეეხება ნანუკას, (რომელიც ჩვენი გუნდისთვის ნამდვილად არაა უცხო) პარტიაში მოსვლას და ენმ გამოცოცხლებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად ლიდერის როლში ჩართვას, ნამდვილად (ალალად და გულწრფელად ვამბობ) მხოლოდ მივესალმები, თუმცა არ ვიცი, ვინ „ახალგაზრდებს” გულისხმობს, ვინც თურმე პარტიის მართვა უნდა „გადაიბარონ”?ენმ ამანათი არაა, რომ ვინმე უცნობი, ან გამოუცდელი ადამიანი (ასაკს მნიშვნელობა არ აქვს) მოვიდეს და აი ასე, აიღოს და ამხელა პარტია, რომელმაც ამდენ წნეხს გაუძლო, ამდენი მოღალატისა და გაყიდული, ან შეშინებული, და გამქრალი, ვითომ ლიდერების, „ლიდერობას” გაუძლო და დღემდე არის რეჟიმთან ბრძოლის საკვანძო ძალა, თვალდახუჭულები ვენდოთ. ახალგაზრდა ასაკი, არც გარანტია  და არც თამასუქი არ არის, რომ  ვინმე ვინმეს ჯობია ან მით უფრო, უფრო სანდოა, რამე საქმეში (ალბათ სპორტის გარდა) მით უფრო ასეთ სასტიკ და ვერაგ, რუსულ კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში“, – წერს ბარამიძე.მისივე თქმით, ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, როცა მოისმინეს, რომ თურმე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნანუკას გუნდის ახალგაზრდები უნდა მივიდნენ და პირდაპირ პარტიის მართვა „გადაიბარონ”.„მიშას ლიდერობით, ჩვენს გუნდს ახალგაზრდა პატრიოტების მოყვანისა და ლიდერულ პოზიციებზე დაწინაურების პრობლემა რომ არ გვაქვს ამის დასტურია, იმ შესანიშნავი ახალგაზრდების პარტიის ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნა, როგორებიც არიან ლევან სანიკიძე (ენმ თავმჯდომარის მოადგილე), ირაკლი ფავლენიშვილი (ენმ გენმდივნის მოადგილე) იგორ ნარმანია (ენმ თავმჯდომარის მოადგილე), თვითონ ხაბე, ენმ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე თათია ნიკოლაიშვილი, ენმ ანტიკორუფციული მდივანი და ლიდერები ვასო ურუშაძე, ანი წითლიძე და ბევრი სხვა., მაგრამ ყველა ამ ახალგაზრდამ პარტიის ლიდერის პოზიცია დაიკავა ნულიდან, რიგითი მებრძოლის პოზიციებზე ბრძოლით, თავდადებითა და დაიმსახურა გუნდის ნდობა. მათთვის ეს ნდობა ავანსად არავის მიუნიჭებია და არ „გადაუბარებია”. ამიტომ, ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო, როცა მოვისმინეთ, რომ თურმე ენმ-ში ნანუკას გუნდის ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და პირდაპირ ენმ მართვა „გადაიბარონ”. ცხადია, ეს არასწორია, რადგან როცა რამეს მართავ, მით უფრო ასეთი ისტორიისა და მასშტაბის პოლიტიკურ გუნდს, იქ ჯერ იმ გუნდის წევრების ნდობა უნდა მოიპოვო და მერე იფიქრო მის მართვაზე“, – აცხადებს ბარამიძე.როგორც ბარამიძე აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმის ფუფუნება აღარ აქვთ, რომ ვინმემ ამხელა ორგანიზაცია პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის „გამოიყენოს” და შემდეგ გაქრეს, ან გატყდეს.„ჩვენ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმემ ამხელა ორგანიზაცია მისი პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის „გამოიყენოს” (ასეთიც მოვისმინეთ) და შემდეგ გაქრეს, ან გატყდეს, ან გაიყიდოს, ან უარესი პარტიის საბოტაჟით დაკავდეს, ან პარლამენტში მიშას და ჩვენი ხალხის ნდობით შევიდნენ და მერე ხელი დაგვიქნიონ, კარგად იყავითო! სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკვე გამოცდილი გვაქვს და ბუნებრივია, იმავეს  გამეორება ნამდვილად აღარ გვინდა. ბოლო ბოლო ჩვენს შეცდომებზე მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ!ასე რომ, ახალგაზრდებს და სხვა ასაკის ახალ ხალხს, მებრძოლებს ცხადია, მივესალმებით, ოღონდ, ჯერ მათ უნდა გვაჩვენონ, რომ ენმ-ში მის გამოსაყენებლად კი არ მოდიან, არამედ გულწრფელად იზიარებენ ჩვენი გუნდის მიზნებსა და ამოცანებს და მზად არიან, გულწრფელად და არა პირადი გამორჩენის მიზნით, პარტია გამოიყენონ“, – წერს ბარამიძე.მისი თქმით, ენმ-ს გამოცოცხლებისთვის ახალი ხალხის მიყვანა საკმარისი არ არის, გამარჯვებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს „მეტად სახალხო პარტია“.„მთავარი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, (რასაც ერთ წელზე მეტია მიშაც ამბობს და ჩვენც) რომ ენმ-ს გამოცოცხლებისთვის ახალი ხალხის მოყვანა საკმარისი არ არის. ენმ გამარჯვებისთვის ჩვენ უნდა მეტად სახალხო პარტია გავხდეთ, რაც გულისხმობს ენმ მართვის პრინციპების ძირეულ ცვლილებას, ანუ მიშასთან და პოლიტსაბჭოსთან  ერთად, პარტიის მართვის სადავეები უნდა ჰქონდეს ასევე ენმ რიგით „ნამდვილ წევრებს”, რომლებიც ენმ ინტერნეტ (შესაბამისად დაცული) აპლიკაციის მეშვეობით, უშუალოდ ჩაერთვებიან პარტიის მიერ მისაღები მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების, მიღების პროცესში. ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ვთქვათ პარლამენტში შესვლა-არშესვლა, ალიანსის საკითხები (შევიდეთ ან გამოვიდეთ)  ენმ ხელმძღვანელობა, პროექტები თუ საპარლამენტო არჩევნების ენმ-ს სიის სამართლიანად ფორმირების ეს ყბადაღებული საკითხი. სადაა ის ხალხი, 2012 წელს ენმ-ს საპარლამენტო სიებში რომ ეტენებოდნენ?იმ სიებს, მიშას ზურგს ამოფარებულები ხან ვინ ადგენდა (არც მინდა მაგათი სახელის ხსენება) ხან ვინ! სად არიან ახლა ისინი? სწორი იყო მაშინ ეგ სისტემა? ცხადია არა და ეს უსამართლობა უნდა დასრულდეს! ნამდვილი  სახალხოობა იქნება ის, რომელზეც მიშაც საუბრობს უკვე წელზე მეტია, ნანუკამაც არაერთხელ ახსენა და რის თაობაზეც ენმ პოლიტსაბჭოსაც უკვე აქვს  ნამსჯელიც და შესაბამისი რეფორმაც ( „ენმ მართვის საფუძვლიანი რეფორმა” – „მსრ”) დამტკიცებული.სწორედ ჩვენი ხალხის – „ენმ ნამდვილი წევრების” უშუალოდ ჩართულობა პარტიის გადაწყვეტილებათა პროცესში შემოიტანს რეალურ სახალხოობას და მეტ სამართლიანობასაც. როცა „ენმ ნამდვილი წევრები” ვინც თვეში საწევროს სახით, 5 ლარს შესწირავს პარტიას (და ასეთი მჯერა, არის ათობით ათასი, თუ ასობით ათასი არა) და ენმ მართული აპლიკაციის მეშვეობით, მიიღებენ მონაწილეობას შიდა კენჭისყრებში, მოგვიტანს იმას, რაც გვჭირდება ახლა, მეტ ენთუზიაზმს, პარტიისადმი ბევრად მეტ ნდობას, ბევრად მეტ სამართლიანობას და შედეგად მეტ (ძველს, მობრუნებულ და ახალ) ხალხს ენმ-ს რიგებში.ენმ „მსრ” მიღება რომ დაკანონდეს, ამისთვის უახლოეს ყრილობაზე, იგი უნდა ოფიციალურად შევიტანოთ ენმ-ს წესდებაში. ამას თუ მოვახერხებთ, ენმ მართლა შეძლება, გამოცოცხლდეს და მეტად სახალხო პარტიად (შესაბამისად, მეტად ეფექტიან) გარდაქმნას.მჯერა, ეს შესაძლებელია და ამას ნანუკაც  გაიზიარებს, მაშინ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე“, – აცხადებს გია ბარამიძე.