პროკურატურა

პოლიტიკა 1757317470

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე კონფერენციის სამუშაო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე წლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ.პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე კონფერენცია სინგაპურის პრეზიდენტმა თარმან შანმუგარატნამმა, იუსტიციის მინისტრმა ედვინ ტონგმა, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ხუან ბაუტისტა მაჰიკესმა და სინგაპურის გენერალურმა პროკურორმა ლუსიენ ვონგმა გახსნეს.კონფერენციის მთავარი თემაა „პროკურორის მრავალმხრივი როლი და სისხლის სამართლის ადმინისტრირება“.ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები, ასევე სესიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დანაშაულის ჩადენასა და დევნაში, იურიდიული განათლება და პროფესიული მომზადება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და სტრესის მართვა პროკურორთა საქმიანობაში, საერთაშორისო თანამშრომლობა, აქტივების მოძიება და კონფისკაცია.პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია წარმოადგენს ყველაზე წარმომადგენლობით საერთაშორისო პლატფორმას საპროკურორო უწყებებისთვის, რომლის მიზანია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროფესიული სტანდარტების განვითარება.პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენცია სინგაპურის რესპუბლიკაში 7 სექტემბერს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პროკურორი

სამართალი 1753686938

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძე გახდა.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორთა კონფერენციას სიტყვით მიმართა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა.„საპროკურორო საბჭოს შექმნამ ხელი შეუწყო პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების ზრდას და დანერგა წევრთა სიმრავლეზე დაფუძნებული კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების კულტურა. დადებითად წაახალისა პროკურორებსა და საბჭოს სხვა წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი პრაქტიკა და აქამდე მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე პროკურატურის ისტორიაში“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ ლონდა ბიჭიკაშვილმა კანდიდატების მაღალ პროფესიონალიზმზე ისაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.„სწორედ კვალიფიკაცია, პიროვნული უნარები, გამოცდილება და სისტემის სიყვარული არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც განაპირობებს იმას, რომ თითოეული მათგანი ღირსეულად გაართმევს თავს საპროკურორო საბჭოში მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. დარწმუნებული ვარ რომ არჩეული კანდიდატი აქტიურად ჩაერთვება საპროკურორო საბჭოს საქმიანობაში და მნიშვნელოვან როლს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ეფექტიანი ფუნქციონირების, პროკურატურის განვითარების და გაძლიერების საქმეში“, - აღნიშნა ლონდა ბიჭიკაშვილმა.,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია,საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

ბლანშ მონიე

ისტორიები 1753139568

„დედამ შვილი ოთახში 25 წელი გამოამწყვდია...“ - შემზარავი საქმე, რომელიც პროკურორისთვის გაგზავნილი წერილით გაიხსნა

ბლანშ მონიეს ისტორია ისეთია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ყველას ახსოვდა. 1901 წლის მაისში, პარიზის გენერალურმა პროკურორმა მიიღო უცნაური წერილი 25 წლის საიდუმლოს შესახებ.მისი შინაარსი იმდენად შემაშფოთებელი იყო გენერალური პროკურორისთვის, რომ მან მაშინვე დაიწყო გამოძიება და რაღაც შოკისმომგვრელი აღმოაჩინა.ეს ყველაფერი მონიეს ოჯახთან იყო დაკავშირებული, რაც დამაბნეველი იყო, მათი ვარსკვლავური რეპუტაციისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.რა დაემართა ბლანშ მონიეს?ბლანშ მონიეს აღწერდნენ როგორც „ძალიან ნაზს და კეთილშობილს“ და ფიზიკურად ლამაზს. მას შეუყვარდა უფროსი ადვოკატი. მის გადაწყვეტილებას მშობლები არ ეთანხმებოდნენ. საზოგადოება შოკში იყო, როდესაც ერთ დღესაც ბლანშ მონიე გაქრა.მისმა დედამ  უთხრა ხალხს, რომ ბლანში სამოგზაუროდ წავიდა და დროთა განმავლობაში ხალხმა შეწყვიტა კითხვების დასმა.მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, პროკურორთან გაგზავნილმა წერილმა სიმართლეს ფარდა ახადა.რა იყო წერილში გენერალური პროკურორისადმი?წერილში ეწერა: „ბატონო გენერალურ პროკურორო: მე მაქვს პატივი გაცნობოთ განსაკუთრებულად სერიოზული შემთხვევის შესახებ. საუბარია ადამიანზე, რომელიც მადამ მონიეს სახლში არის გამოკეტილი, ნახევრად შიმშილობს და ბოლო ოცდახუთი წელია ნაგავსა და სიბინძურეში ცხოვრობს“.1901 წელს პოლიციამ სახლი გამოიკვლია მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია სახლში შესვლის მცდელობებს.სახლის გაჩხრეკვის შემდეგ, პოლიციელებმა საშინელი სუნი იგრძნეს, რომელიც ზემო სართულიდან მოდიოდა. კარი კი ჩაკეტილი იყო. პოლიცია ოთახში შეიჭრა და ვერ დაიჯერა, რაც იქ აღმოაჩინა. ბლანში სიბინძურეში იჯდა. მის გარშემო დამპალი საკვების ნარჩენები და განავალი იდო. ეს იყო მომენტი, როდესაც ბლანშმა 25 წლის შემდეგ სინათლე დაინახა. იგი მხოლოდ 24 კგ-ს იწონიდა.ერთ-ერთი ოფიცერი, რომელმაც ის დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინა, იხსენებს: „უბედური ქალი სრულიად შიშველი იწვა დამპალი ჩალის ლეიბზე“.საოცრება იყო, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიციამ ოჯახის წევრები დააკავა და ბლანში საავადმყოფოში გადაიყვანა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მან ბოისის სანტარიუმში გაატარა, გარდაიცვალა 1913 წელს, 64 წლის ასაკში.

Reuters

მსოფლიო 1751902680

Reuters: აშშ-მა „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორშაბათს შეტანილი მემორანდუმის თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა „ალ-ნუსრას ფრონტის“, იგივე „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“, უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.23 ივნისით დათარიღებული მემორანდუმი ხელმოწერილი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ და გამოქვეყნდა ფედერალური რეესტრის წინასწარ ვერსიაში, სამშაბათს ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.ეს ნაბიჯი ტრამპის მიერ სირიისთვის აშშ-ის სანქციების პროგრამის გაუქმების შესახებ აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერიდან ერთი კვირის შემდეგ გადაიდგა და ეფუძნება ვაშინგტონის დაპირებას, დაეხმაროს სირიას დამანგრეველი სამოქალაქო ომის შემდეგ აღდგენაში.„გენერალურ პროკურორთან და ხაზინის მდივანთან კონსულტაციის შემდეგ, მე ამით ვაუქმებ „ალ-ნუსრას ფრონტის“, იგივე „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილებას“, - წერს რუბიო მემორანდუმში.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1751900999

მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ბაქოსთან და დაკავებული რუსების ინტერესებს იცავს - დიმიტრი პესკოვი

მოსკოვი მუდმივ კონტაქტზეა ბაქოსთან და დაკავებული რუსების ინტერესებს იცავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი კანონითა და არსებული დიპლომატიური პრაქტიკით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გენერალური პროკურორი და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორთან კონტაქტზე რჩებიან.28 ივნისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის სვერდლოვსკის ოლქის საგამოძიებო დეპარტამენტმა განაცხადა იმ ჯგუფის საქმიანობის აღკვეთის შესახებ, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ეკატერინბურგში ჩადენილ რიგ მკვლელობებში მონაწილეობდა. რუსული მედიის თანახმად, რვა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული გულის უკმარისობით გარდაიცვალა, მეორე პირის გარდაცვალების მიზეზი კი დგინდება. მათი ცხედრები ეკატერინბურგიდან ბაქოში გადაასვენეს, სადაც განაცხადეს, რომ სასამართლო ექსპერტიზამ ძალადობის კვალი დააფიქსირა და რუსულ მხარეს პროტესტი გაუგზავნა. აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა, ხოლო რუსი ჟურნალისტები – იგორ კარტავიხი და ევგენი ბელოუსოვი, ასევე რუსეთის სხვა მოქალაქეები დააკავეს. აზერბაიჯანმა და რუსეთმა საპროტესტო ნოტები გაცვალეს და დიპლომატები საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს.

გიორგი გვარაკიძე

პოლიტიკა 1750748277

გენერალური პროკურორობის კანდიდატი: უკომპრომისო ბრძოლა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების წინააღმდეგ

სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმების და კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, თუ სახეზე არ არის განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობები და ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის მხოლოდ შემცირება - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გამარტივებამ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზრდას.მისი თქმით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა ორგანიზატორთა მიმართ და სწრაფი მართლმსაჯულების დაბალანსებული მექანიზმების გამოყენებით წახალისდეს მოთანამშრომლე პირები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დანაშაულის გახსნას.„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად, ვემხრობი პროკურორთა განგრძობადი გადამზადების პრაქტიკას ნარკოტიკული დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების დადგენისა და კვალის მიდევნების მეთოდებზე, მათ შორის, ციფრულ ვალუტაში კონვერტირებული ქონების მოძიების შესაძლებლობებზე და მტკიცებულებათა მოპოვების ახალ მეთოდებზე“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასჯელის შერჩევა და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება.„მისასალმებელია საკანონდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებები ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირების და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებად მიმაჩნია“, - აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ.საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი 1747139479

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.პროკურატურის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მოადგილედ ზურაბ ბელთაძე დაინიშნა, რომელსაც პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ცხრა წლიანი გამოცდილება აქვს, მას ასევე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საადვოკატო საქმიანობაში.ასევე, თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა. გიორგი გვარაკიძე აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი გვარაკიძე საქართველოს პროკურატურაში წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.რაც შეეხება თბილისის პროკურორს ლევან გეგეჭკორს, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა.საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა ახალ მოადგილესთან, თბილისის ახალ პროკურორთან და დეპარტამენტის უფროსებთან საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

თამაზ მოლაშვილი

პოლიტიკა 1744787375

თამაზ მოლაშვილი: ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო - შუაღამისას პროკურორი და მოსამართლე მიიყვანეს და სადაც ეძინა, იმ საკნის წინ დადგნენ და გამოუცხადეს განაჩენი

[სულხან მოლაშვილი] პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და პირდაპირ მივიდა რესპუბლიკის პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც დაემალა, არ გამოჩნდა და უთხრეს,ჩვენთან რა გინდა, გრიგალაშვილი [პროკურორი] გეძებს შენო. მივიდა იქ თუ არა, იმის შემდეგ, სულხანი ვეღარ ვნახეთ, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება. მისი განცხადებით, სულხან მოლაშვილს სამ-თვიანი პატიმრობა სამჯერ შეუფარდეს, თუმცა, ბოლოს დაავიწყდათ რომ პატიმრობის ვადა ეწურებოდა და თავად მოლაშვილის შეხსენების შემდეგ, ღამის 2 საათზე, საკნის წინ, როდესაც მას ეძინა, პროკურორის და მოსამართლის მონაწილეობით შეუფარდეს მესამე პატიმრობა. "იმის შემდეგ, წელიწადი და ერთი თვე ისე გავიდა, სამჯერ მისცეს 3-3 თვით პატიმრობა. ორი პატიმრობა რომ გავიდა, დაავიწყდათ, მესამედ რომ უნდა მიეცათ, თვითონ სულხანმა გაახსენა, რომ ხვალიდან თქვენი პატიმარი აღარ ვიქნები, დამიმთავრდა ის სამი თვეო [პატიმრობის ვადა]. სულხანს ექიმისთვის უთქვამს, დასაძინებელი წამალი მომეცი, კარგად რომ დამეძინოსო, შუაღამისას, 2 საათზე მივიდნენ - სულხანს ეძინა, პროკურორი მიიყვანეს, მოსამართლე მიიყვანეს და მესამედ კიდევ [შეუფარდეს პატიმრობა]. ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, ტანჯავდნენ. რომ ეძინა საკანში, დადგნენ იმის წინ და გამოუცხადეს ეს განაჩენი." - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

გოჩა მუკბანიანი

სამართალი 1744104959

გოჩა მუკბანიანი ბუტა რობაქიძის საქმეზე: გურამ დონაძე გვიბარებს მე და ვაწაძეს თავისთან, ნაბეჭდ ჩვენს ჩვენებას გვიდებს - ჩვენ რა უნდა გვეთქვა პროცესზე, სადაც მოსამართლეც კი არ დაგვისვამდა ზედმეტ შეკითხვას

 ბუტა რობაქიძის საქმეზე იმ პერიოდში სასამართლო პროცესი ჩატარდა. მე პროკურატურაში 2012 წელს დავიკითხე, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე საქმის და წინა ხელისუფლების პერიოდში საგამოძიებო ორგანოებში დაკითხულებიც არ ვიყავით. პირდაპირ, ერთადერთ სასამართლო პროცესზე 2006 წელს გაგვიყვანეს, - განაცხადა გადაცემა "პატრულის" ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ, ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას.  გოჩა მუკბანიანის თქმით, გურამ დონაძემ ის და ოპერატორი ვაწაძე დაიბარა და მისცა დაწერილი ჩვენება, რომელიც მათ უნდა დაეზეპირებინათ სასამართლო პროცესისთვის.  „გურამ დონაძე გვიბარებს მე და ვაწაძეს თავისთან, ნაბეჭდ ჩვენს ჩვენებას გვიდებს, ჩვენ რა უნდა ვთქვათ პროცესზე, სადაც მოსამართლეც კი არ დაგვისვამს ზედმეტ შეკითხვას, ეს ოღონდ იცის უკვე გურამ დონაძემ, ასე გვეუბნება. გურამ დონაძე გვეუბნება, რომ: „თუ ერთი სიტყვას მაინც აქედან შეცვლით, ან რაღაცა, იქ თქვენ რამე შეგეშლებათ ან მოგინდებათ, ხომ იცით რა გელოდებათ?! და მე ცრუ მოწმეობისთვის დაგიჭერთ ორივეს იმიტომ, რომ მაქვს პასპორტი სადაც არის შტამპი, რომ მე იმ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი.“ ეს შინაარსი დონაძის, მედიაშიც არის გავრცელებული ამბავია. დონაძის კაბინეტიდან მანქანებში ჩაგვსვეს, ქალაქის ყოფილ სამმართველოში, ალბათ პროკურატურაც იჯდა იმ პერიოდში, გაგვატარეს საკონტროლო მოსმენა ერთ-ერთ პროკურორთან, გავიმეორეთ ის, რაც დონაძემ დაგვიდო და პირდაპირ სასამართლო პროცესზე, სადაც იყო ასეთი რამე, თუ არ ვცდები მოსამართლე კოპალიანი იყო ამ საქმის მოსამართლე. მოსამართლეს კითხვა არ დაუსვამს არაფერზე, სამწუხაროდ. ზუსტად ვიცოდით, რომ საშინელება ხდებოდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავით, ზუსტად ვიცოდით, რომ დონაძე არ გვაკვირდებოდა მარტო ჩვენ, მე და ვაწაძეს,“- განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.

ლანშ მონიე

ისტორიები 1744060563

ქალი, რომელიც სიყვარულის გამო დედამ ოთახში 25 წელი გამოამწყვდია - ბლანშ მონიეს ტრაგიკული და დაუჯერებელი ისტორია

ბლანშ მონიეს ისტორია ისეთია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ყველას ახსოვდა. 1901 წლის მაისში, პარიზის გენერალურმა პროკურორმა მიიღო უცნაური წერილი 25 წლის საიდუმლოს შესახებ.მისი შინაარსი იმდენად შემაშფოთებელი იყო გენერალური პროკურორისთვის, რომ მან მაშინვე დაიწყო გამოძიება და რაღაც შოკისმომგვრელი აღმოაჩინა.ეს ყველაფერი მონიეს ოჯახთან იყო დაკავშირებული, რაც დამაბნეველი იყო, მათი ვარსკვლავური რეპუტაციისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.რა დაემართა ბლანშ მონიეს?ბლანშ მონიეს აღწერდნენ როგორც „ძალიან ნაზს და კეთილშობილს“ და ფიზიკურად ლამაზს. მას შეუყვარდა უფროსი ადვოკატი. მის გადაწყვეტილებას მშობლები არ ეთანხმებოდნენ. საზოგადოება შოკში იყო, როდესაც ერთ დღესაც ბლანშ მონიე გაქრა.მისმა დედამ  უთხრა ხალხს, რომ ბლანში სამოგზაუროდ წავიდა და დროთა განმავლობაში ხალხმა შეწყვიტა კითხვების დასმა.მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, პროკურორთან გაგზავნილმა წერილმა სიმართლეს ფარდა ახადა. რა იყო წერილში გენერალური პროკურორისადმი?წერილში ეწერა: „ბატონო გენერალურ პროკურორო: მე მაქვს პატივი გაცნობოთ განსაკუთრებულად სერიოზული შემთხვევის შესახებ. საუბარია ადამიანზე, რომელიც მადამ მონიეს სახლში არის გამოკეტილი, ნახევრად შიმშილობს და ბოლო ოცდახუთი წელია ნაგავსა და სიბინძურეში ცხოვრობს“.1901 წელს პოლიციამ სახლი გამოიკვლია მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია სახლში შესვლის მცდელობებს.სახლის გაჩხრეკვის შემდეგ, პოლიციელებმა საშინელი სუნი იგრძნეს, რომელიც ზემო სართულიდან მოდიოდა. კარი კი ჩაკეტილი იყო. განაგრძეთ კითხვა...

ბლანშ მონიე

ისტორიები 1740162414

დამალული საიდუმლო - ქალი, რომელიც სიყვარულის გამო დედამ ოთახში 25 წელი გამოამწყვდია

ბლანშ მონიეს ისტორია ისეთია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ყველას ახსოვდა. 1901 წლის მაისში, პარიზის გენერალურმა პროკურორმა მიიღო უცნაური წერილი 25 წლის საიდუმლოს შესახებ.მისი შინაარსი იმდენად შემაშფოთებელი იყო გენერალური პროკურორისთვის, რომ მან მაშინვე დაიწყო გამოძიება და რაღაც შოკისმომგვრელი აღმოაჩინა.ეს ყველაფერი მონიეს ოჯახთან იყო დაკავშირებული, რაც დამაბნეველი იყო, მათი ვარსკვლავური რეპუტაციისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.ვინ იყო მონიეს ოჯახი?ბლანშ მონიე დაიბადა 1849 წელს მადამ ლუიზა მონიეს ოჯახში. ლუიზა იყო მაღალი საზოგადოების პიროვნება, რომელიც ცნობილი იყო თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. ჩარლზ მონიე კი ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ხელოვნების დაწესებულებას.ბლანშის უფროსი ძმა, მარსელი, იყო იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელიც ცნობილი იყო თავისი მუშაობით, როგორც ადმინისტრაციული თანამდებობის პირი Puget-Théniers-ის კომუნაში.ოჯახს საზოგადოებაში კარგი რეპუტაცია ჰქონდა. რა დაემართა ბლანშ მონიეს?ბლანშ მონიეს აღწერდნენ როგორც „ძალიან ნაზს და კეთილშობილს“ და ფიზიკურად ლამაზს. მას შეუყვარდა უფროსი ადვოკატი. მის გადაწყვეტილებას მშობლები არ ეთანხმებოდნენ. საზოგადოება შოკში იყო, როდესაც ერთ დღესაც ბლანშ მონიე გაქრა.მისმა დედამ  უთხრა ხალხს, რომ ბლანში სამოგზაუროდ წავიდა და დროთა განმავლობაში ხალხმა შეწყვიტა კითხვების დასმა.მაგრამ ორ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, პროკურორთან გაგზავნილმა წერილმა სიმართლეს ფარდა ახადა. რა იყო წერილში გენერალური პროკურორისადმი?წერილში ეწერა: „ბატონო გენერალურ პროკურორო: მე მაქვს პატივი გაცნობოთ განსაკუთრებულად სერიოზული შემთხვევის შესახებ. საუბარია ადამიანზე, რომელიც მადამ მონიეს სახლში არის გამოკეტილი, ნახევრად შიმშილობს და ბოლო ოცდახუთი წელია ნაგავსა და სიბინძურეში ცხოვრობს“.1901 წელს პოლიციამ სახლი გამოიკვლია მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია სახლში შესვლის მცდელობებს.სახლის გაჩხრეკვის შემდეგ, პოლიციელებმა საშინელი სუნი იგრძნეს, რომელიც ზემო სართულიდან მოდიოდა. კარი კი ჩაკეტილი იყო. სად იპოვეს ბლანშ მონიე?პოლიცია ოთახში შეიჭრა და ვერ დაიჯერა, რაც იქ აღმოაჩინა.ბლანში სიბინძურეში იჯდა. მის გარშემო დამპალი საკვების ნარჩენები და განავალი იდო. ეს იყო მომენტი, როდესაც ბლანშმა 25 წლის შემდეგ სინათლე დაინახა. იგი მხოლოდ 24 კგ-ს იწონიდა.ერთ-ერთი ოფიცერი, რომელმაც ის დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინა, იხსენებს: „უბედური ქალი სრულიად შიშველი იწვა დამპალი ჩალის ლეიბზე“.საოცრება იყო, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიციამ ოჯახის წევრები დააკავა და ბლანში საავადმყოფოში გადაიყვანა. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი მან ბოისის სანტარიუმში გაატარა, გარდაიცვალა 1913 წელს, 64 წლის ასაკში.

 დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1731345120

დავით მათიკაშვილი ოპოზიციური პარტიების საჩივრებზე: როდესაც რაღაცას მტკიცებით ფორმაში აცხადებ, მისი მტკიცებულებებიც სათანადოდ უნდა გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა

არგუმენტი როდესაც არ გაქვს, არ გაქვს არც პროკურორთან, არც სასამართლოში და არც ცესკოში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.„როდესაც რაღაცას მტკიცებით ფორმაში აცხადებ, მისი მტკიცებულებებიც სათანადოდ უნდა გაგაჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა.