ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალური მდივანი როელ დონა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისის პროკურატურას ესტუმრა.
თბილისის პროკურატურაში ორმხრივ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქავამ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმარს თბილისის პროკურატურის შენობა დაათვალიერებინეს. ასევე, გააცნეს თბილისის რაიონული პროკურატურის ახალი შენობის პროექტი.