როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები
1791490220
"საქართველო ერთადერთია რეგიონში და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს" - ასე აფასებს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას საქართველოს შედეგებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროკურატურის მიერ სექსუალური ექსპლუატაციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი დევნის ეფექტიან განხორციელებას, დამნაშავე პირთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასა და ტრეფიკინგის დაზარალებულის სისხლის სამართლებრივი წესით რესტიტუციას. დადებითად შეფასდა ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება, ასევე პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სავალდებულო წესით ჩართულობა და პროკურორთა კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.