როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები

შემოდგომა

ოქტომბრის მეორე ნახევარში საქართველოში ამინდი კვლავ გარდამავალი და ცვალებადი იქნება -  თბილი დღეები პერიოდულად გრილ და ნალექიან ამინდს დაუთმობს ადგილს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18, +19 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა მნიშვნელოვნად მოიმატოს და დასავლეთ საქართველოში +26, +27 გრადუსს, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25, +26 გრადუსს მიაღწიოს.

ამასთან, თვის მეორე ნახევარში ტემპერატურის კლება და პერიოდული ნალექიც არის მოსალოდნელი. განსაკუთრებით ცვალებადი ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, სადაც ოქტომბერში ნალექიანობა შედარებით მაღალია.

თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან კვლავ შესაძლებელია შედარებით თბილი დღეები, თუმცა დილა და საღამო უკვე საგრძნობლად გრილი იქნება.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალი იქნება. ცალკეულ დღეებში ღამით შესაძლოა 0 გრადუსს ქვემოთაც დაეცეს, მაღალმთიან ზონაში კი ტემპერატურის -4, -5 გრადუსამდე კლებაა მოსალოდნელი.

✕