„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი სამი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის და წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა.
„საპროკურორო საბჭოს არსებობამ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება. კანდიდატებს მინდა მადლობა გადავუხადო დამატებითი პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნისთვის. თქვენი, როგორც საბჭოს წევრის სამომავლო გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს არა მარტო პროკურატურის თანამშრომლების მომავალზე, არამედ ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ქვეყნის მომავალზე“, -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ ლონდა ბიჭიკაშვილმა საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურებოდა პროკურატურის განვითარებას, კოლეგების უფლებების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას
ლონდა ბიჭიკაშვილმა ხაზი გაუსვა საპროკურორო საბჭოს კანდიდატების კვალიფიკაციას, მრავალწლიან გამოცდილებას, საქმისადმი ერთგულებას, წარმატებები უსურვა მათ და იმედი გამოთქვა, რომ თითოეულ კანდიდატს შესწევს უნარი ხელი შეუწყონ პროკურატურის დამოუკიდებლად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
საპროკურორო საბჭოს 3 პროკურორ წევრს - შოთა ტყეშელაშვილს, ეკატერინე ხარებავას და ალექსანდრე მუყასაშვილს, ვადის გასვლის გამო საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ.
კონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა 6 კანდიდატმა საკუთარი ხედვები გააცნო კონფერენციის წევრებს.
საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრები საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი პროკურორი ია ჩხეიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა კვაჭანტირაძე და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ვანო ოქროპირიძე გახდნენ.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია, საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
აპრილის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1774800778