დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1771307519

დონალდ ტრამპი: უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან

უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.მისივე თქმით, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ძალიან მარტივი იქნება.„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებია. ეს ძალიან მარტივი იქნება. შეხედეთ, უკრაინისთვის უმჯობესია, სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. სულ ეს არის. ჩვენ ისეთ პოზიციაში ვართ, რომ გვინდა, ისინი დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ტრამპმა.ცნობისთვის, დღეს აშშ-ის შუამავლობით ჟენევაში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა. რუსეთის დელეგაცია კი მოლაპარაკებების გასამართად ჟენევაში დღეს ჩავა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ კოსტიუკოვი.

რუსეთი-უკრაინა

ომი უკრაინაში 1771301582

ჟენევაში დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

 შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს და ხვალ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.„უკრაინა სწრაფად უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს ფართომასშტაბიან ტერიტორიულ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა არ სურს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.„ჟენევაში სამმხრივი შეხვედრების წინა დღესაც კი, რუსეთის არმიას არ აქვს ბრძანება, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს უკრაინაზე დარტყმები. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უყურებს რუსეთი პარტნიორების დიპლომატიურ ძალისხმევას. მხოლოდ რუსეთზე საკმარისი ზეწოლით და უკრაინისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებით შეიძლება ამ ომის რეალისტურად დასრულება“, - დაწერა გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე უფრო ფართო სპექტრის საკითხების განხილვა იგეგმება.„ვგეგმავთ უფრო ფართო სპექტრის საკითხების განხილვას, ყურადღება გამახვილდება ტერიტორიებთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.კიევის დელეგაციას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ, რუსეთის დელეგაციას კი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.

დროშა უკრაინა აშშ რუსეთი

მსოფლიო 1771270872

აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაცია ჟენევაში ხვალ დილით ჩავა - მედია

აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების გასამართად რუსეთის დელეგაცია ჟენევაში ხვალ დილით ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ კოსტიუკოვი.ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების ცალკე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ასევე მიიღებს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.პესკოვის თქმით, დისკუსიებში განხილული იქნება ტერიტორიებთან დაკავშირებული „ძირითადი საკითხები“ და ყველაფერი, რაც „რუსული მხარის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული“.ცნობისთვის, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1768820703

პესკოვი: პუტინმა დიპლომატიური არხებით აშშ-სგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მოწვევა მიიღო, წინადადების ყველა დეტალს ვსწავლობთ

პუტინმა აშშ-სგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, აღნიშნულ შეთავაზებას განიხილავენ.„პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო მიწვევა დიპლომატიური არხებით ამ „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის შესახებ. ამჟამად ჩვენ წინადადების ყველა დეტალს ვსწავლობთ. იმედი გვაქვს, დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს ყველა დეტალის გასარკვევად“, – აღნიშნა პესკოვმა.ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გრენლანდიის გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან.„ზოგადად, ბოლო დღეებში ბევრი შემაშფოთებელი ინფორმაცია შემოდის. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით და ვაანალიზებთ ყველაფერს. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“, – აღნიშნა პესკოვმა.ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, უდავოდ, მსოფლიოს ისტორიაში შევა, თუ ის გრენლანდიის ანექსიის საკითხს გადაწყვეტს.„აქ ალბათ შეგვიძლია, გვერდზე გადავდოთ, კარგია ეს თუ – ცუდი, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სამართალს. არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გრენლანდიის ანექსიის საკითხის გადაწყვეტით, ტრამპი უდავოდ ისტორიაში შევა. არა მხოლოდ აშშ-ის ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც. ვიმეორებ, იმის განხილვის გარეშე, კარგია თუ ცუდი, ძნელია, არ დაეთანხმო ამ ექსპერტებს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

დიმიტრი პესკოვი

ომი უკრაინაში 1767005505

დიმიტრი პესკოვი: ჩემს უკრაინელ თანამოსაუბრეებს მივმართავ, რომ უკრაინა კარგავს ტერიტორიებს და ასე გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ახალი სატელეფონო საუბარი უახლოეს მომავალში გაიმართება.როგორც პესკოვმა აღნიშნა, კრემლი ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეფასებას, რომ უკრაინაში მშვიდობა გაცილებით ახლოსაა. კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მომავალი არჩევნები რთული იქნება. კითხვას იმის შესახებ, „კრემლის აზრით, რამდენად მაღალია ევროპელთა უკმაყოფილების დონე კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემასთან დაკავშირებით და შეიძლება თუ არა, ამან გამოიწვიოს ევროკავშირის ხელმძღვანელობის ცვლილება, პესკოვმა უპასუხა: „ცხადია, შემდეგი არჩევნები ყველა მათგანისთვის ძალიან რთული იქნება“.პესკოვის თქმით, კრემლი ჯერ არ მიიჩნევს საჭიროდ დაკონკრეტებას, რომელი სამშვიდობო გეგმაა 90 პროცენტით შეთანხმებული.„ჩემს უკრაინელ თანამოსაუბრეებს მივმართავ და მინდა, შეგახსენოთ, რომ უკრაინა კარგავს ტერიტორიებს და ასე გაგრძელდება. ხვალინდელი სიტუაცია დღევანდელისგან განსხვავებული იქნება. ეს არის გეგმა A, გეგმა B და გეგმა C“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ვლადიმირ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

მსოფლიო 1765558763

თურქული მედია: ერდოღანმა და პუტინმა თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარასკევს თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვრცელი მოლაპარაკებები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.ერდოღანმა და პუტინმა დახურული შეხვედრა გამართეს აშხაბადში გამართული „საერთაშორისო მშვიდობისა და ნდობის ფორუმის“ ფარგლებში.ერდოღანმა და პუტინმა მიანიშნეს მოსკოვსა და ანკარას შორის სტაბილურ ურთიერთობებზე, შეთანხმდნენ, რომ მათი თანამშრომლობა „ძალიან კარგად ვითარდება ყველა სფეროში“, მიუხედავად გარკვეული გადაუჭრელი საკითხებისა.კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-თურქეთის კავშირების „მრავალმხრივი და დივერსიფიცირებული“ სტრუქტურა, განსაკუთრებით სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ეხმარება ორივე ქვეყანას გაუძლოს იმას, რასაც პესკოვმა „მესამე მხარეების“ ზეწოლა უწოდა.

პუტინი

მსოფლიო 1765261043

Corriere della Sera: პუტინის იზოლაცია მითია

იტალიური გაზეთის, Corriere della Sera-ს ცნობით, გასულმა კვირამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აჩვენა, რომ რუსეთის „იზოლაციაზე“ საუბარი დასავლური პოლიტიკური კლიშეა.„მოსკოვი ერთდროულად აძლიერებს თავის პოზიციებს ფრონტის ხაზზე, დიპლომატიაში და ძირითად გლობალურ მოთამაშეებთან - ინდოეთიდან ჩინეთამდე - ურთიერთობებში“, - ნათქვამია სტატიაში.იტალიელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პოკროვსკის და კუპიანსკის აღების შესახებ ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ ამ განცხადებების სიმბოლიზმი მთავარ მიზანს ემსახურება - რუსეთის გამარჯვების გარდაუვალობისადმი ნდობის შენარჩუნებას, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვალში. უფრო მეტიც, პუტინის ხუთსაათიანი მოლაპარაკებები სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ზუსტად ისე წარიმართა, როგორც კრემლს იმედი ჰქონდა: არანაირი ულტიმატუმი და არანაირი ზეწოლა.„ტრამპის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში შეტანილი ცვლილებები სრულიად შეესაბამება ჩვენს პოზიციას“, - ციტირებს გაზეთი რუსეთის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის სიტყვებს.სტატიაში ხაზგასმულია, რომ მოსკოვის დიპლომატიური აქტივობა მხოლოდ ძლიერდება.„პუტინი დემონსტრაციულად წარმატებულ ვიზიტს ახორციელებს ინდოეთში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მოსკოვში იმყოფება, ემანუელ მაკრონი კი უშედეგოდ ცდილობს ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის დარწმუნებას, მხარი დაუჭიროს ევროპულ ხაზს უკრაინასთან დაკავშირებით“, - წერს ავტორი.გაზეთი ასკვნის, რომ ევროპა დაბნეულია და შეერთებული შტატები სულ უფრო ღიად აშორებს მას იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს კონტინენტზე.იტალიელი ავტორების დასკვნა ნათელია: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სამშვიდობო პროცესი, მით უფრო წინ მიიწევს რუსული არმია და მით უფრო ძლიერდება კრემლის დიპლომატიური პოზიცია. ამიტომ, პუტინის „იზოლაციის“ საკითხი, წერს გამოცემა, ახლა რიტორიკულად გამოიყურება - ეს სინამდვილეში არასდროს მომხდარა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1764676018

პესკოვმა დაადასტურა, რომ უიტკოფთან ერთად პუტინს ტრამპის სიძე შეხვდება

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, მოსკოვის დროით დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყება და კრემლში გაიმართება. მან ასევე დაადასტურა, რომ უიტკოფთან ერთად რუსეთის პრეზიდენტთან ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, ჩამოვა, რის შესახებაც ადრე არაერთი მედიასაშუალება წერდა.პესკოვის თქმით, ამერიკულ დელეგაციაში თარჯიმნების გარდა სხვა არავინ იქნება. მოსკოვში უიტკოფის წინა ვიზიტების შემდეგ, მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ პუტინთან მარტო ჩამოდიოდა და კრემლის თარჯიმნის დახმარებას ეყრდნობოდა. კითხვაზე, თუ რა დრო არის გამოყოფილი შეხვედრისთვის, პესკოვმა უპასუხა: „რამდენიც საჭირო იქნება“.რუსული სააგენტოები ასევე იტყობინებიან, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ადრე უიტკოფი დაფრინავდა, მაიამიდან მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოში“ უკვე დაეშვა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1764332280

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-მ რუსეთს „სამშვიდობო გეგმის“ პარამეტრები გაუგზავნა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-მ რუსეთს „სამშვიდობო გეგმის“ პარამეტრები გაუგზავნა.საუბარია იმ „სამშვიდობო გეგმაზე“, რომლის პუნქტებიც ჟენევაში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის კონსულტაციებისას შეიცვალა.„ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია და მომავალ კვირას მოსკოვში განიხილება“, – აღნიშნა პესკოვმა.მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და დენ დრისკოლს დაავალა „სამშვიდობო შეთანხმების“ პროექტის პირობების შედგენა. ამისთვის უიტკოფი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება.

პესკოვი

მსოფლიო 1764192477

სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ვინც ითხოვს, სამშვიდობო პროცესის შეფერხება სურს - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გათავისუფლებას ითხოვს, სამშვიდობო პროცესის შეფერხება სურს.„უპირველეს ყოვლისა, ამაში ასეთი საშიში არაფერია. სავარაუდოდ,  ის ხმები, რომლებიც ახლა ვრცელდება – „გაათავისუფლეთ უიტკოფი“ – მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯების ჩაშლას“, – აღნიშნა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერის თქმით, მოსკოვი მოუთმენლად ელოდება  დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს.ცნობისთვის, „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი საუბრობენ. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ჩანაწერის მიხედვით, უიტკოფი უშაკოვს რჩევას აძლევს, „როგორ შეეძლო რუსეთს ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა“.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1762081058

პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროება ამჟამად არ არსებობს - პესკოვი

კრემლი ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან შეხვედრას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის პრეზიდენტების შეხვედრა გადამწყვეტი არ არის.„პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის გამართვის საჭიროება ამჟამად არ არსებობს. რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლებელია, მაგრამ არა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა კონფლიქტის მოგვარების დეტალების დამუშავებას ენიჭება“, - განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვი

მსოფლიო 1760709314

პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, შესაძლოა, ორ კვირაში გაიმართოს.„ის [ტრამპი-პუტინის შეხვედრა] შეიძლება გაიმართოს ორ კვირაში, ან უფრო გვიან. არსებობს საერთო აზრი, რომ ამის გადადება არ ღირს“, - თქვა პესკოვმა.როგორც პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, პუტინისა და ტრამპის შეხვედრამდე ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამართავენ. კრემლში აცხადებენ, რომ რუბიომ და ლავროვმა განსახილველი თემების ნუსხა უნდა ჩამოაყალიბონ და ტრამპისა და პუტინის სამიტში მონაწილე დელეგაციების შემადგენლობა განსაზღვრონ.ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა და პუტინმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება.