თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში - პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

„თუ მას [ზელენსკის] ნამდვილად სურს პუტინთან შეხვედრა, პუტინს ადრეც უთქვამს, რომ მას შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისათვის, ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ ის მზადაა პუტინს აშშ-ში დეკემბერში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს.