დიმიტრი პესკოვი: ევროპას უჭირს, გადაწყვიტოს, ვინ ისაუბრებს მათი სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებებში

დიმიტრი პესკოვი

კრემლში აცხადებენ, რომ ევროპას უჭირს, გადაწყვიტოს, ვინ ისაუბრებს მათი სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ადრე თუ გვიან საჭირო გახდება ევროპელებთან საუბარი ორმხრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე.

„როგორც ვხედავთ, ისინი ჯერ ვერც კი წყვეტენ, ვის შეუძლია, მათი სახელით ისაუბროს“, – აღნიშნავს კრემლის პრესსპიკერი.

ამასთან, პესკოვის თქმით, მოსკოვი და ვაშინგტონი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ და ჰუმანიტარული მუშაობის გაგრძელებისთვის მზად არიან.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან პოზიტიური შეხვედრაა და მთავარია, რომ შენარჩუნებულია პოზიტიური განწყობა და მზადყოფნა, ასეთი ჰუმანიტარული მუშაობა შემდგომშიც განვაგრძოთ“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრის შედეგების შესახებ.

✕