გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა • 1790843610

გიორგი გამსახურდია: 1-ლი ოქტომბერი მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით - გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს

პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში და მერე უკვე ის ძირძველი ქართული ოცნების გუნდი, რომლებმაც ბიძინასთან ერთად დანის პირზე გაიარეს და შეუძლებელი შეძლეს. რომ არა ბიძინა, მისი პირადი ავტორიტეტი და თავისი შესაძლებლობები, დღესაც მიშა იქნებოდა და თან, თავისი მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმების რეციდივებით,- წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.გამსახურდია მიიჩნევს, რომ მიუხედავად აურაცხელი წინააღმდეგობისა, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ქვეყნის სწორი განვითარების გზაზე დაყენება, მშვიდობისა და სტაბილურობის მუდმივი განცდით. ასევე, მისი თქმით, ივანიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის სუვენერიტეტის განმტკიცებაში, და დღეს საქართველოს ზემოდან ვერავინ უყურებს.„პირველი ოქტომბრის გამარჯება, მართლაც ეპოქალურია თავისი მასშტაბით და ქვეყნისთვის სამომავლო მნიშვნელობით. ამ გამარჯვებას ჰყავს ერთი ავტორი, სულისჩამდგმელი და მთავარი შემსრულებელი. ეს კაცია, ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში და მერე უკვე ის ძირძველი ქართული ოცნების გუნდი, რომლებმაც ბიძინასთან ერთად დანის პირზე გაიარეს და შეუძლებელი შეძლეს. რომ არა ბიძინა, მისი პირადი ავტორიტეტი და თავისი შესაძლებლობები, დღესაც მიშა იქნებოდა და თან, თავისი მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმების რეციდივებით. რა მოიტანა პირველმა ოქტომბერმა? მიუხედავად აურაცხელი წინააღმდეგობებისა, გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა ქვეყნის გარეთ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დააყენა, მშვიდობისა და სტაბილურობის მუდმივი განცდით. დანარჩენი, უსაფრთხოება ეკონომიკა და ა.შ ეს ყველაფერი ჩემს მიერ თქმულის ნაყოფია და თანმდევი პროცესი. უდიდესია ასევე ბიძინას წვლილი, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში, დღეს როგორც არასდროს ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ზევიდან, ვერავინ ვერც უყურებს და ვერც ელაპარაკება. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი დამსახურება, მისი და მისი ავტორიტეტის, ასევე, მისი პოლიტიკური გამჭრიახობის.დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება რომ ვიყოთ ბოლომდე შეკრული და ერთგული იდეალების, რასაც ქართული ოცნების იდეალები ჰქვია. შევეცადოთ არ ვთქვათ ძვირი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ტიტანური შრომა აქვთ ჩადებული ქართული ოცნების დაარსების პირველი დღეებიდან. მე შემდეგ მოვედი და არასდროს არ დამცდება ჩემ მეგობრებზე და ჩემ თანამებრძოლებზე აუგი. მე რა მაქვს გაკეთებული კიდევ, ის არც სალაპარაკოა და ვინც და სადაც საჭიროა იციან.გილოცავთ და ჯანის სიმრთელე, კარგ ადამიანს და ერისკაცს, ბიძინა ივანიშვილს.”- წერს გიორგი გამსახურდია.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790839214

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1-ელ ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება

1-ლი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია წერს.მისივე თქმით, 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა. სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო.„ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1-ელ ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება. ჩვენი გუნდი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს.როდესაც 1-ელ ოქტომბერს ვიხსენებთ, ჩვენთვის ეს არის მადლიერების დღეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებს და მხარდამჭერებს.1-ლი ოქტომბერი გვახსენებს, საიდან დაიწყო ეს გზა. 14 წლის შემდეგ კი ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზა გაგრძელდეს საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - წერს კირცხალია.

ისააკ ჰერცოგი

მსოფლიო • 1790788455

ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ გააკეთა ყველაფერი, მდინარე იორდანეს ნაპირზე პალესტინელებზე ებრაელთა თავდასხმების შესაჩერებლად - ისააკ ჰერცოგი

ისრაელის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელებზე ებრაელთა თავდასხმების შესაჩერებლად, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა.ისააკ ჰერცოგის თქმით, სახეზეა ნაციონალისტური ხასიათის დანაშაულის ძალიან სერიოზული გამოვლინებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირების უნარს და ძირს უთხრის სუვერენიტეტის განხორციელების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას.„ისრაელი დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა. არავის აქვს უფლება, კანონი საკუთარ ხელში აიღოს. ეს დიდ ზიანს აყენებს ისრაელის კარგ სახელს; ეს ლაქაა მის იმიჯზე და, რაც მთავარია, უპირველეს ყოვლისა, ზიანს აყენებს თავად განსახლების პროცესს. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ბერკეტი და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც უნდა უზრუნველყოს ისინი, რათა ეს მოვლენა შეწყდეს. არსებობს სამართლებრივი და სხვა საშუალებები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ამ მოვლენის შესაჩერებლად და აღსაკვეთად, რადგან ის ჩვენი არ არის, ჩვენ არ გვეკუთვნის და არც ებრაულია და არც ისრაელური“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1790762413

გურამ მაჭარაშვილი: დღეს ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე

ევროკავშირი რა კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე შეიქმნა? მისი მიზანი იყო, რომ თავისუფალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილიყო და სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში შესვლა მიმზიდველი ყოფილიყო, დღეს, რას ვუყურებთ? – ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ პირიქით, სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ​ევროსაბჭოთა კავშირის შექმნა უკვე არავისთვის არის მომხიბვლელი.„როდესაც ასეთი ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი საქართველოზე საუბრობს, მის რეპრესიებზე, სანქციებზე, აბა, გავახსენოთ, რომელი ქვეყნები საუბრობდნენ ასეთი ტონალობით? ასეთი ტონალობით საბჭოთა კავშირის მსგავსი ქვეყნები საუბრობდნენ. ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას გვიწუნებდა, რომ იქ დიქტატორული რეჟიმიაო, ჩინეთშიო. თავად ჩინეთში კარგად ჩადიან და ხელშეკრულებებიც აქვთ, მაგრამ ამ დროს, დიქტატორულ რეჟიმზე გადადიან და საუბრობენ დასანქცირებაზე, ბულინგზე და ა.შ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, შიდა დოკუმენტების პროექტებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებების მიღებისას ცალკეული ქვეყნების ვეტოს გვერდის ავლის შესაძლებლობას განიხილავს.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790679350

ლევან მაჭავარიანი - გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

„დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახალი ვერსიები გააჟღერა გიორგი გახარიამ. ჯერ თქვა, რომ  ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მის საქმეებში და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი, ბოლოს მას წამოსცდა, რომ ელჩებს შეხვდა და მათთან კონსულტაცია გაიარა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა.„იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური „ნაცობა“, რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა, რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, რომ მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდათ. პირველი - ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი. დღესაც არ გრცხვენიათ და დღესაც ამბობთ, რომ  რუსულია ის კანონი? თქვენ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენ თავიანთ ოჯახებს, 2 წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? ამბობდით, რომ ოპოზიციურ პარტიებს აეკრძალებოდა ამ კანონით მუშაობა, 2 წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? ამბობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაუქმდებოდნენ. ასევე ამბობდით, რომ როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-დან გადმორიცხული ფული. დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაცია იყო და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შესაძლოა, თქვენ არ ეთანხმებოდით ამ პროპაგანდას, თუმცა თქვენმა პატრონებმა ასე დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.მან აგრეთვე ისაუბრა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ დაახლოებაზე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია წარსულში მამუკა ხაზარაძეს თაღლითს უწოდებდა, მოგვიანებით მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ეს ცვლილება გარე ძალების მიერ განსაზღვრული პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყო.მისი შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ პარლამენტში პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ქუჩის პროტესტის გზით ხელისუფლების ცვლილების მცდელობის წარუმატებლობას მოჰყვა.„თქვენს გარე პატრონებს სურდათ, რომ საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ის, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამის დასტური რა არის? 2025 წლის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში 1 წევრიც ვერ შეიყვანეთ. თქვენი ამომრჩევლის ძალიან მცირე ნაწილიც  კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790675409

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, -  ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მაჭავარიანმა, გახარიას ერთ-ერთი ინტერვიუს აუდიოჩანაწერის მაგალითზე აღნიშნა, რომ, სხვადასხვა დროს, მისი გადადგომის ბევრი ვერსია მოისმინა საზოგადოებამ, თუმცა, ბოლოს წამოსცდა, რომ ელჩებთან გაიარა კონსულტაცია. შესაბამისად, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გახარია გარე ძალების დავალებით გადადგა, რათა მმართველი პარტიისთვის დაწესებული ბარიერის გადალახვაში ხელი შეეშალა.მისივე თქმით, გარე პატრონებს სურდათ ,,კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან'' გახარიას პარტიის გამიჯვნა, თუმცა, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის კანონის და ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომ აგენტურული რესურსის ლუსტრაციას თავადვე შეუწყვეს ხელი.„ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვათა შორის, საგამოძიებო კომისიაზე კიდევ სულ ახალი ვერსიები გააჟღერა ბატონმა გიორგი გახარიამ. [გახარიამ] ჯერ თქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერეოდაო ჩემს საქმეებშიო და ეგ იყო ჩემი გადადგომის მიზეზიო, რომელიც საერთოდ აცდენილი არის ამ კოლაჟს, სადაც კიდევ სამი ოთხი სხვადასხვა ვერსია გააჟღერა. და ბოლოს მას წამოცდა, რომ ელჩებს შევხვდიო და კონსულტაცია გავიარე მათთანო.რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით და იგი გადადგა იმიტომ, რომ ,,ქართულ ოცნებას'' ჰქონდა დაწესებული 53-პროცენტიანი გაუგებარი ბარიერი და მას ხელი უნდა შეეშალა ამ ბარიერის გადალახვაში. სწორედ მაშინ შემობრუნდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი არასაჯარო მესიჯი იყო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ, რომ ჩვენი ხმები წაეღო და ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში. თუმცა არაფერი გამოუვიდა.ამის შემდეგ შეგახსენეთ მეგობრებო, თქვენ შექმენით კოალიციები ,,ნაციონალურ მოძრაობასთან", პირდაპირი პარტნიორობა და  იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური ,,ნაცობა'', რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს რაღაცნაირად კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, სადაც მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდა და თავადვე გამოიწვიეს თქვენი ლუსტრაცია. ერთი - ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი, დღესაც არ გრცხვენიათ თუ დღესაც ამბობთ, რომ რუსული არის ის კანონი? დღესაც ამბობთ, რომ რუსულია? მე მინდა, რომ თქვენ მდგომარეობაში შემოვიდეთ, თუმცა ძალიან გამიჭირდება, თუ თქვენ დღესაც ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული. რომ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენო, თავისი ოჯახის წევრებსო, ორი წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? რომ ამბობდით, რომ ოპოზიციური პარტიები აიკრძალება ამ კანონითო, ორი წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? NGO ორგანიზაციები გაუქმდებაო და რომ ამბობდით, რომ როგორ შეიძლება ეჭვქვეშ დაგვყენებინა USAID-იდან გადმორიცხული ფული? - ბატონი ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია ყოფილა USAID და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად,  ღმერთმა არ ქნას, რომ თქვენ მდგომარეობაში აღვნიშნე, მაგრამ ძალიან შემცხვებოდა დღეს მაინც, თუ კიდევ ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული.ლგბტ პროპაგანდა რომ აუკრძალეთ საქართველოში, რატომ გაიპარეთ, რაღაცა ბოიკოტი რომ მოიფიქრეთ? - იმიტომ, რომ თქვენი გარე პატრონებისთვის ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი თემა, რომ მსოფლიოს დააჯერონ, რომ თურმე ორ სქესზე მეტი არსებობს. შემდეგ "აპრავებდით", რომ პაკეტისთვის არ გვინდოდა მხარის დაჭერაო და კანონებს ამ პაკეტში ცალ-ცალკე ვუყარეთ ჩვენ კენჭი. იმ კანონს რატომ არ დაუჭირეთ მხარი, რომელსაც ეთანხმებოდით, იმიტომ, რომ თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შეიძლება თქვენ არ ეთანხმებოდეთ ამ პროპაგანდას, უბრალოდ თქვენმა პატრონებმა დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ. პოლიტიკურადაც იცოდით, რომ წამგებიანი იქნებოდა თქვენთვის ლგბტ პროპაგანდის გვერდში დგომა, მაგრამ, მოგიწიათ ლგბტ პროპაგანდის გვერდში დადგომა," - აღნიშნა მაჭავარიანმა.მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა ჩავარდა, გარე პატრონების მითითებით, გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა, ვინაიდან, ქუჩაში უშედეგო ქმედებების შემდეგ, საბოტაჟი უკვე საკანონმდებლო უწყებაში მოეწყოთ.„რაც შეეხება ამ გადალაგების პროცესს, რომელიც შემდეგ გაგრძელდა და უფრო რომ გაემიჯნეთ მოქალაქეების თვალში თქვენ და პარტია „ლელო“, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან, 2025 წელს დაგავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება თქვენ და „ლელოს“ და სხვათა შორის, ძალიან დამეგობრდნენ ბატონი გახარია და ბატონი ხაზარაძე. არ გახსოვთ, ბატონი გახარია „თაღლითს“ ეძახდა ბატონ ხაზარაძეს? ფაქტის კონსტატაციაა ყველაფერი,  მე რასაც აქ მაგალითებად ვიშველიებ, ხომ? „თაღლითს“ ეძახდა და როგორ დამეგობრდა თაღლითთან? - იმიტომ, რომ დაავალეს. გარე პატრონებმა დაავალეს და მოუწიათ, ხომ? ამის შემდეგ, 4 ოქტომბერმა რომ ჩაიარა, რომ ხედავდით, რომ რევოლუცია ვერ მოხდებოდა და თქვენი პატრონები რომ აანალიზებდნენ, რომ შეუძლებელი იყო რევოლუცია, ვინაიდან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას თავისი ინსტიტუტებით, თქვენ დაგავალეს, რომ შემობრძანებულიყავით პარლამენტში. 4 ოქტომბრის მერე, ჩვენს საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რევოლუცია ჩავარდა, მორიგი მცდელობა. თქვენს გარე პატრონებს, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ ეს საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამისი დასტური რა არის, იცით? 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში ერთი წევრიც ვერ შეიყვანეთ. იმიტომ, რომ საზოგადოებამ პასუხი გაგცათ. თქვენ გაგიმესამედდათ მომხრეების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით, ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები ხართ. თქვენი ამომრჩევლის, - ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ძალიან მცირე ნაწილი -  ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790674963

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი და ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ქვეყნის უმთავრეს ამოცანაზე - მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გაამახვილა.„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რამდენიმე დღის წინ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან წარდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე. ეს გამოსვლა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის მკაფიო დეკლარირება მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და საკუთარი ქვეყნის ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ.პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ამოცანას - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი! შერიგება! ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება! სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი. ამიტომ, როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის პოლიტიკური ლოზუნგი და არც ვინმეს წინაშე გამოვლენილი სისუსტე. პირიქით, დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება სიმტკიცე, პრინციპულობა და გონიერება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.მისივე თქმით, ქვეყანა ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.„საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი, ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში ან რა პოლიტიკური კონიუნქტურაა დღეს ამა თუ იმ დედაქალაქში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.მისივე თქმით, პოლიტიკურ გუნდს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,  ქართველი ხალხისგან თავიდანვე  მკაფიო დაკვეთა ჰქონდა - სახელმწიფო ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ხელისუფლება უნდა იცავდეს მშვიდობას, გადაწყვეტილებები კი უნდა მიიღებოდეს არა უცხო ინტერესების, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.„ეს დაკვეთა დღესაც ძალაშია და ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ! ვერ გადაგვახვევინებს ვერც საგარეო ზეწოლა, ვერც შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და ვერც ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკას მუდმივად სხვისი ინტერესებისა და სხვისი დღის წესრიგის პერსპექტივიდან უყურებენ. სწორედ აქ არის ჩვენი პოლიტიკური განსხვავება იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, მაგრამ საქართველოს ინტერესზე მაღლა აყენებენ გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს.ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას გადავცეთ არა ომით დაქუცმაცებული და დაპირისპირებული, არამედ ძლიერი, განვითარებული და ერთიანი საქართველო.ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა და როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790671747

ირაკლი კირცხალია: როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი

როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ეს ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს.როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნა, ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საქართველოს ეროვნული ინტერესი კომპრომისის საგანი ვერ გახდება.„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან წარდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე. ეს გამოსვლა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის მკაფიო დეკლარირება მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და საკუთარი ქვეყნის ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ.პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ამოცანას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი, შერიგება, ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება!სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი. ამიტომ, როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის პოლიტიკური ლოზუნგი და არც ვინმეს წინაშე გამოვლენილი სისუსტე. პირიქით დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება სიმტკიცე, პრინციპულობა და გონიერება. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს. საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი, ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში ან რა პოლიტიკური კონიუნქტურაა დღეს ამა თუ იმ დედაქალაქში.ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენს პოლიტიკურ გუნდს თავიდანვე ჰქონდა მკაფიო დაკვეთა ქართველი ხალხისგან, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას; ხელისუფლება უნდა იცავდეს მშვიდობას; გადაწყვეტილებები კი უნდა მიიღებოდეს არა უცხო ინტერესების, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს დაკვეთა დღესაც ძალაშია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ვერ გადაგვახვევინებს ვერც საგარეო ზეწოლა, ვერც შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და ვერც ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკას მუდმივად სხვისი ინტერესებისა და სხვისი დღის წესრიგის პერსპექტივიდან უყურებენ. სწორედ აქ არის ჩვენი პოლიტიკური განსხვავება იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, მაგრამ საქართველოს ინტერესზე მაღლა აყენებენ გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს.ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას გადავცეთ არა ომით დაქუცმაცებული და დაპირისპირებული, არამედ ძლიერი, განვითარებული და ერთიანი საქართველო. ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა და როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი. ამიტომ თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს", - განაცხადა კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1790670528

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის

საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.მისივე თქმით, თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ეს ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს.როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნა, ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საქართველოს ეროვნული ინტერესი კომპრომისის საგანი ვერ გახდება.„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან წარდგა მსოფლიო ლიდერების წინაშე.ეს გამოსვლა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი პოზიციის მკაფიო დეკლარირება მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და საკუთარი ქვეყნის ბედის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესახებ.პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ამოცანას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას. მისი მიმართვა ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გზა არის დიალოგი, შერიგება, ნდობის აღდგენა და ერთმანეთის დაბრუნება!სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი. ამიტომ, როდესაც მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის პოლიტიკური ლოზუნგი და არც ვინმეს წინაშე გამოვლენილი სისუსტე. პირიქით დღევანდელ რთულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება სიმტკიცე, პრინციპულობა და გონიერება.ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს და პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ეს პრინციპი ჩვენთვის არ იცვლება იმის მიხედვით, თუ საიდან მოდის პოლიტიკური წნეხი, ვის რა ინტერესი აქვს რეგიონში ან რა პოლიტიკური კონიუნქტურაა დღეს ამა თუ იმ დედაქალაქში.ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენს პოლიტიკურ გუნდს თავიდანვე ჰქონდა მკაფიო დაკვეთა ქართველი ხალხისგან, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას; ხელისუფლება უნდა იცავდეს მშვიდობას; გადაწყვეტილებები კი უნდა მიიღებოდეს არა უცხო ინტერესების, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.ეს დაკვეთა დღესაც ძალაშია. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ. ვერ გადაგვახვევინებს ვერც საგარეო ზეწოლა, ვერც შიდა პოლიტიკური რადიკალიზმი და ვერც ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკას მუდმივად სხვისი ინტერესებისა და სხვისი დღის წესრიგის პერსპექტივიდან უყურებენ.სწორედ აქ არის ჩვენი პოლიტიკური განსხვავება იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ, მაგრამ საქართველოს ინტერესზე მაღლა აყენებენ გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს.ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ შესაძლებლობა, მშვიდობის ფასად გამოცადოს საკუთარი პოლიტიკური სცენარები ჩვენს ქვეყანაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მომავალ თაობას გადავცეთ არა ომით დაქუცმაცებული და დაპირისპირებული, არამედ ძლიერი, განვითარებული და ერთიანი საქართველო.ვინც არ უნდა სცადოს საქართველოსთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა და როგორი პოლიტიკური ფასიც არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაცვას, საქართველოს ეროვნული ინტერესი ჩვენთვის ვერ გახდება კომპრომისის საგანი.ამიტომ თითოეული გადაწყვეტილების დროს მთავარი კითხვა არ იქნება, თუ ვის მოეწონება ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთ, არამედ რას მოუტანს ის საქართველოს“, - განაცხადა კირცხალიამ.

შშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

მსოფლიო • 1790666040

Reuters: აშშ-ის ჯარები ერაყს ორი ათწლეულის შემდეგ ტოვებენ, რაც ირანისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს

30 სექტემბერს, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში ბოლო ბაზებს დატოვებენ, რაც ირანისა და მისი მოკავშირეების გამარჯვებად მიიჩნევა. მათ ამჟამად მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ქვეყანაში, სადაც, ორ ათწლეულზე მეტხნიანი ომის შედეგად, 4 500 ამერიკელი დაიღუპა, - წერს Reuters-ი.ერაყელი უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ეს გასვლა - რომელიც 2024 წელს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეთანხმდა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახორციელებს მაშინაც კი, როდესაც ის ირანთან ომს აწარმოებს - შესაძლოა თეირანსა და მის ძლიერ მოკავშირეებს მოქმედების თავისუფლება მისცეს და, ამასთანავე, აშშ-ის სხვა მტრებს, მათ შორის "ისლამურ სახელმწიფოს", დაბრუნების და საკუთარი პოზიციების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს."ირანს სტრატეგიული თვალსაზრისით შეუძლია სარგებელი მიიღოს კოალიციის ძალების გასვლით, რადგან ეს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების არსებობას გააუქმებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერაყში თეირანის გავლენის საპირწონედ მოქმედებდნენ", - განაცხადა ჯასიმ ალ-ბაჰადლიმ, ერაყელმა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, რომელიც ირანთან დაახლოებული შიიტური შეიარაღებული ჯგუფების შესწავლაზეა სპეციალიზებული.მისი პროგნოზით, ირანის მხარდამჭერი დაჯგუფებები ამ გასვლას არა მხოლოდ თავიანთი მოძრაობის გამარჯვებად წარმოაჩენენ, არამედ "ეცდებიან, ეს იმპულსი უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე უფრო დიდი გავლენის მოსაპოვებლად გამოიყენონ".ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული კოალიციის - "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის" ერთ-ერთმა მეთაურმა აბუ მოჯთაბა ალ-იასირიმ, აშშ-ის გასვლას "ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ჯგუფებისა და ღირსეული ერაყელების ისტორიული გამარჯვება და ამერიკული პროექტის გამანადგურებელი მარცხი" უწოდა."30 სექტემბერს ჩვენ აღვნიშნავთ ერაყის ისტორიის ბნელი თავის დასასრულს და ოკუპაციის მარცხს - იმას, რომ მათ ვერ შეძლეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევა. ერაყმა დაამტკიცა, რომ მისი სუვერენიტეტი არა უცხო ძალებით, არამედ მისი ხალხის წინააღმდეგობითა და ნებით არის უზრუნველყოფილი", - განუცხადა მან Reuters.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790664736

მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, კანადაში ვიზიტის ფარგლებში, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, შუა დერეფანში საქართველოს როლისა და კანადის სავაჭრო დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით.მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა • 1790664477

მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების პროცესში საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს.მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

✕