ალუდა ღუდუშაური ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებზე: როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში

ალუდა ღუდუშაური

როგორ შეიძლება დაკავშირებადობაზე ვსაუბრობდეთ საქართველოს რეგიონში და საქართველო არ იყოს ჩართული შესაბამის დონეზე ამ დისკუსიაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის ფარსი და არაგულწრფელი საუბარი.

„სინამდვილეში მათი მიზანი იყო ის, რომ საქართველოში იყოს მორჩილი ხელისუფლება და არა ისეთი, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს სუვერენიტეტზე ან სახელმწიფო ინტერესზე. ჩვენ ამჯერადაც არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ერთგვარად დაეკნინებინათ საქართველო, დაეტუქსათ და ეჩვენებინათ, რომ ყველა სათანადო დონეზეა წარმოდგენილი ჩვენს გარდა. საქართველოსთან მიმართებით მათ ჰქონდათ სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა კუთხეში დაეყენებინათ. ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ და არც მომავალში მივცემთ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი დისკუსიისთვის“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

✕