მარკ რუტე

პოლიტიკა • 1790830925

,,ნატოს ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება" - მარკ რუტე

 ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარებს სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებას ვერ შეძლებს."ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, ყველაფერი დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. ამჟამად ასეთი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ", - განაცხადა რუტემ ბრიუსელში, თავდაცვისა და კოსმოსისადმი მიძღვნილ Euronews-ის სამიტზე.როგორც Euronews-ი წერს, ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთმა ნატოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აფრთხილებდა კალინინგრადის ანკლავის რუსეთის ტერიტორიისგან მოწყვეტის ნებისმიერი მცდელობისგან თავის შეკავების შესახებ. მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა გამოიყენოს თავისი მთელი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი."ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეწყვიტეთ ბირთვული მუქარა. ის სრულიად შეუფერებელია და არანაირი სიკეთე არ მოაქვს. კერძოდ, შეწყვიტეთ ომი უკრაინაში - არაპროვოცირებული, აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა რუტემ.რუტემ უარი თქვა წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ ეს რუსული მხარის პასუხისმგებლობაა. მან უარყო ნებისმიერი მინიშნება კონკრეტული ბირთვული საფრთხის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციის რისკის შესახებ."ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] ვერასდროს შეძლებს ნატოს დამარცხებას. მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ნათლად განვაცხადოთ, როგორც უკვე ვთქვი, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად და ბირთვული მუქარების შესაჩერებლად", - თქვა მან.ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ რუსეთი ყოველთვიურად ფრონტის ხაზზე 43 000 ჯარისკაცს კარგავს, რომლებიც მოკლეს ან მძიმედ დაიჭრნენ. მან დასძინა, რომ კიევის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო და მოკავშირეები კვლავ აგრძელებენ სამხედრო მხარდაჭერის გაწევას.რუტეს თქმით, ნატომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს და თავდაცვის სფეროში ინვესტიციები გაზარდოს."რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ თავს დავიცავთ. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უკრაინაში ომი მისთვის [პუტინისთვის] ცუდად მიმდინარეობს. მას ჩვენი გახლეჩა სურს. მას სურს, რომ უკრაინას ყურადღება აღარ მივაქციოთ", - განაცხადა რუტემ.

რუსული გაზი

მსოფლიო • 1790793895

რუსეთიდან სერბეთში გაზის მიღების შესახებ კონტრაქტი წლის ბოლომდე გახანგრძლივდა

სერბეთმა და რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადა სამი თვით, წლის ბოლომდე გაახანგრძლივეს.სერბეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ხელმძღვანელმა, დუშან ბაიატოვიჩმა განაცხადა, რომ შეთანხმება იმავე „ხელსაყრელი პირობებით“ გაგრძელდება.გასულ კვირას სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და შეთანხმების გაგრძელების იმედი გამოთქვა.ვუჩიჩის თქმით, ამ შემთხვევაში სერბეთი შეძლებს, კვლავ ისარგებლოს „ხელსაყრელი, დაბალი ფასით“.ბელგრადი დიდწილად რუსული აირის მიწოდებაზეა დამოკიდებული, თუმცა 2025 წელს სამწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყანამ რუსეთთან გრძელვადიანი შეთანხმება ვერ დადო. მას შემდეგ მოქმედ შეთანხმებას მოკლევადიანად ახანგრძლივებენ.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790782920

მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.„ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, ეს დავგეგმეთ და ეს მთელ ნატოს ეხება“, - განაცხადა რუტემ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე.„ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს საფრთხე არ არსებობს, ხოლო თუ რამე მოხდება, ჩვენ მზად ვართ საპასუხო დარტყმისთვის“, - განაცხადა მან.„ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. შეაჩერეთ ბირთვული მუქარა. ეს სრულიად უადგილო და უსარგებლოა. და რაც მთავარია, შეაჩერეთ ომი უკრაინაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართული გაუმართლებელი აგრესიული ომია“, - განაცხადა რუტემ.„ყველამ იცის, რომ ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, როგორც უკვე აღვნიშნე - შეაჩერეთ ომი უკრაინაში და შეაჩერეთ ბირთვული მუქარა“, - დასძინა მან.

ტრამპი

მსოფლიო • 1790695740

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.შუსტერი აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ შესაძლოა უკრაინელების გარდა ევროპელებისა და ამერიკელების ნაწილის უკმაყოფილებაც გამოიწვიოს, რადგან მსგავსი გარიგება რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტი ფინანსური რესურსი მიმართოს უკრაინაში ტერორისკენ.აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოსცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა შუსტერს.უკრაინული მხარე შექმნილ სიტუაციას სრულიად განსხვავებულად აფასებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომის დასრულებამდე რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ნებისმიერი მცდელობა დაბლოკოს, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს მარტივი არ იქნება.უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის ცნობილია ტრამპის გეგმების შესახებ, გამოიყენოს სამშვიდობო პროცესი ბიზნესგარიგებების წასახალისებლად. თუმცა, წყაროების ცნობით, ტრამპის წარმომადგენლები ამ ეტაპზე ვერ ხედავენ რუსეთთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობას უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტამდე მაინც. კოულის გეგმა კი სწორედ ამ დაბრკოლების გვერდის ავლის გზად მოიაზრება.ავტორის ცნობით, კოულს ეს იდეა რუს დისიდენტ დმიტრი მურატოვთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის თანამშრომლობის პრეცედენტი გაიხსენა. იმ პერიოდში ვაშინგტონი მოსკოვს პატიმართა სიებს გადასცემდა, რასაც საბჭოთა მხარე ეთანხმებოდა, ამან კი ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეამცირა.ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე. თუმცა, კიევში ამ შეხვედრების ეფექტიანობის გაზაფხულამდე არავის სჯერა.ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ შუსტერთან საუბარში აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ პატიმრების ვაჭრობა რეჟიმებს მხოლოდ წაახალისებს, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ.„ადამიანებით ვაჭრობა მათ არაფერი უჯდებათ. მათ ყოველთვის შეუძლიათ მეტი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ როდესაც დასავლეთი სანქციების გაუქმებითა და გარიგებებით ამ რეჟიმებზე გავლენას კარგავს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1790589619

მიხეილ სააკაშვილი: დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება, მგლები დაიზარდნენ, ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა

გუშინ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის – სოხუმის დაცემის დღე. მუდმივად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩვენი მტერიც მუდმივად გვახსენებს მათ და ამით გვეუბნება: არც კი გაბედოთ ბრძოლა, ხელის განძრევა, რადგან  მაინც წააგებთ, მაინც დაგაჩმორებთ. მე მოვედი აქ, რათა გითხრათ – ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა. ჩვენ არ ვართ ჩმორები და ვერ დაგვაჩმორებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.სააკაშვილის თქმით, ქართველი ერი დაბადებულია თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, გამარჯვებისა და წარმატებისთვის.„ახლაც გამარჯვების გარდა, ჩვენ გამოსავალი არც გვაქვს. რომ დავუბრუნდეთ სოხუმს და აფხაზეთს: რაც მოხდა იქ, იყო კულმინაცია იმისა, რაც მოხდა 90-იან წლებში, კერძოდ – გადატრიალებამ, სახელმწიფოს არქონამ, კრიმინალმა, ღალატმა, დანაწევრებამ, საერთაშორისო იზოლაციამ მიგვიყვანა სწორედ სოხუმის და აფხაზეთის ტრაგედიამდე. მე მაშინ, 1992-ში, 93 წლის ზაფხულამდე, ხშირად დავდიოდი სოხუმში, აფხაზეთში, ვმუშაობდი ამ თემების გარშემო, მე არ მეჭირა ხელში იარაღი, ვეხმარებოდი გია ბარამიძეს ტყვეების გადაცვლაში. სხვათაშორის, მის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა. სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი.მე კარგად მახსოვს მაშინდელი სოხუმი. მე ჯერ მახსოვს ჩემი ბავშვობის სოხუმი. დედაჩემთან ერთად აჭარული ხაჭაპურის ჭამა სოხუმის ბულვარში, ჩემს დიდ ბებია და ბაბუასთან ერთად დავდიოდი გაგრაში, სილაღე, სიფერადე და მე მახსოვს ომისდროინდელი სოხუმი – სრულიად შავ-თეთრი, მკვდარი ქალაქი. მაშინ დავდიოდი ტყვეების გაცვლაზე. მახსოვს სოხუმის დაცემის დღე.ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი რამ იყო საერთო – ჩვენი ხალხის არნახული გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო. განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის მოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ქართული წარმატების ისტორიის, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად, საქართველოს კურსის რადიკალურად შესაცვლელად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ევროპული განვითარების კურსს.სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ, ორიოდ წელიწადში გავხდით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ბრძოლა, პირველ რიგში, არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისათვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა“.„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა ესხმის პატარა მეზობელს, ძვრას ვერ უყოფს მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, პოლიტიკურ კურსს და ვერცერთ საკუთარ მიზანს ვერ ასრულებს. 2008 წელი არის სწორედ ჩვენი არ და ვერდაჩმორების ბრწყინვალე მაგალითი.რუსეთი მაშინ დამარცხდა, რადგან ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციები იყო ძლიერი, ხალხი – ერთიანი და ჩვენ გვყავდა ბევრი ძლიერი მეგობარი, ვინაიდან საქართველო იყო თავისუფლების და დემოკრატიის შუქურა მთელი მსოფლიოსათვის. სწორედ ეს ვერ მოუნელებია პუტინს, სწორედ ამიტომ მახსენებენ მუდმივად მედვედევი და ლავროვი. სწორედ ამის გამო სრულიად უდანაშაულოდ უკვე მე-6 წელიწადია, ვარ ციხეში და ამ მუდმივ ცირკში, რომლის შემსრულებლადაც თქვენ გაქციეს. ხოლო „ქოცები“ – ჩმორების, ფლიდების, მოღალატეების რუსულ კოლონიურ ინკუბატორში სპეციალურად გამოყვანილი ჯიში – მუდმივად ატრიალებს 2008 წლის თემას, რათა გადაფაროს ის ტრაგედია, რაც ახლა რეალურად ხდება ჩვენს თავს, კერძოდ: 90-იანი წლების ჭაობში, ქაოსში, უპერსპექტივობაში საქართველოს ხელახლა ჩაძირვის მცდელობა.90-იანი წლები იყო დრო, როცა საქართველოში გამეფებული იყო კრიმინალი, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯაბა იოსელიანმა შესვა კრიმინალზე და ნარკოტიკებზე, ხალხს აყაჩაღებდნენ, როგორც ბანდები, ასევე, სამართალდამცავი ორგანოები. „ვარდების რევოლუციამ“ ამ ყველაფერს დაუსვა დიდი წერტილი. ორგანიზებული დანაშაული ნულზე დავიდა, ქუჩის კრიმინალი განეიტრალდა, საქართველოში გაჩნდა ახალი სამართალდამცავი სისტემა, რომელიც იცავდა ხალხს და იყო კორუფციისგან თავისუფალი. ივანიშვილმა, როგორც ჯაბამ, ახალგაზრდობა შესვა ისევ ნარკოტიკებზე, დაასაქმა მძარცველურ ქოლცენტრებში, პოლიციას და უშიშროებას დაავალა ამ ყველაფრის კონტროლი, წილების მასთან ატანა. ლილუაშვილმა როცა ეს წილი მოუტეხა, ის დაისაჯა. სულ არ არის შემთხვევითი, რომ შევარდნაძის დროის შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, რომელმაც ჩამოაყალიბა 90-იანების მთავარი კრიმინალური სინდიკატი, ახლახან დაუნათესავდა ივანიშვილის ოჯახს.90-იანებში ხალხი მასობრივად გადიოდა საქართველოდან. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა, რადგან გაჩნდა იმედი. ივანიშვილმა მოკლა ეს იმედი და ღიად მოუწოდა ქართველებს, დატოვონ ქვეყანა. ასევე აშენებს არაბულ ქალაქებს, სადაც ქართველები ცხვირს ვერ შეყოფენ, მომსახურე პერსონალიც კი ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან იქნება ჩამოყვანილი. მინდა, შევახსენო, ვისაც არ ახსოვს: თავის დროზე თბილისი არაბული ქალაქი იყო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში და დავით აღმაშენებელს 30 წელი დასჭირდა მის გასათავისუფლებლად და ქართველებისთვის დასაბრუნებლად. უფრო მეტიც, ჩვენი ორი ქალაქი – თბილისი და ბათუმი – სრულად ხელმიუწვდომელი ხდება ქართველებისთვის, რომელთაც ძველი კორპუსების ხედს უბნელებენ ახალი ცათამბჯენებით, სადაც ბინების ფასი 20 მილიონი დოლარია. ამ ქალაქებში პროდუქტები ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ზუსტად სამჯერ გაძვირდა, მშრომელი ქართველები ვეღარ ირჩენენ თავს საკუთარი შრომით და იძულებული ხდებიან, სოფელში გადავიდნენ ან, რაც უფრო რეალისტურია, უცხოეთში გაიქცნენ, მათ ადგილს იკავებენ ბუმებით მტაცებელი რუსები თავიანთი ბიზნესებით და ცხოვრების წესით, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი, რაც მოეწონებათ, მათი უნდა იყოს, ვერ იტანენ ვერავის მათგან განსხვავებულს. ამ ტერმინს ჰქვია ჯენტრიფიკაცია – ქალაქების გაწმენდა ძირძველი მოსახლეობისგან.90-იან წლებში აფხაზეთიდან იარაღის ძალით თუ გამოგვყარეს, ახლა გვყრიან ჩვენი ქვეყნიდან რუსული და არაბული ფულით, ივანიშვილების, ფხაკაძეების, გილაურების, ჩხარტიშვილების ფულით. რა უფლება აქვს ივანიშვილს, გაგვაგდოს ქვეყნიდან? რა უფლება აქვთ რუსებს და არაბებს, გაგვყარონ მაშინ, როცა ქართველებს არ აქვთ არცერთი სხვა ქვეყანა, საქართველოს გარდა. ნუთუ, აჭარა იმიტომ გამოვგლიჯეთ 90-იანი წლების პრორუს სეპარატისტ-ფეოდალ ასლან აბაშიძეს და რუსულ ჯარსა და რაზმებს ხელიდან, იმიტომ განვავითარეთ ასე სწრაფად, რომ ივანიშვილმა მიჰყიდოს არაბებს და რუსებს? რისთვის გავუხსენით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა, რომ ქვეყანას ისევ თავზე მოჯდომოდა ღარიბაშვილის და მდინარაძის მსგავსი ჭუჭყი? ჩემ დროს მთლიანად ამოვძირკვე ნარკოტიკები: სუბუტექსის ერთი ტაბლეტი 3 ათასი დოლარი ღირდა და არ იშოვებოდა. ივანიშვილმა ყველა ხის ქვეშ დაყარა ნაირ-ნაირი მკვლელი ნარკოტიკები და თან თითქმის უფასოდ. ჩვენ ავაყვავეთ განათლება, გავწმინდეთ ის წინა ათწლეულების კორუფციისგან და წავიყვანეთ ევროპისკენ. ივანიშვილმა დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი, დახურა ილიაუნი და დააბრუნა აღებ-მიცემობა სკოლებში და ქაოსი უმაღლეს განათლებაში.ივანიშვილი ვერ შედგა ვერაფერში, მათ შორის ვერ შედგა, როგორც დიქტატორი, ვინაიდან ნამდვილი დიქტატურა გულისხმობს მკაცრ, ზოგჯერ სასტიკ წესრიგს და გამორიცხავს ქაოსს. ჭორვილელი ყოველდღიურად გენერირებს ქაოსს და მას დიქტატურა ადამიანების – კიდევ უფრო მეტი ადამიანების – ციხეში ჩაყრა ჰგონია და ამის იქით პრაქტიკულად ვერაფერს მართავს. უნდა პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გარდავიქნებით შეუმდგარ ქვეყნად, რომელსაც თავზე მოასკუპდა შეუმდგარი დიქტატორი. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ცნებას, რაც რუსებმა მოგვახვიეს თავს: რომ ქართველები დაბადებული ვართ კრიმინალისთვის, კორუფციისთვის, რუსების მომსახურებისა და გართობისთვის, და თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა მათთვის დაუშვებელი ფუფუნებაა, იმიტომ რომ ქართველები არიან ერთუჯრედიანი ჩმორები. მე კი გეუბნებით: ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ უნდა ხმამაღლა ვთქვათ: „ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის, „ვარდების რევოლუციის“ და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი. ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის და გურიის მე-19-მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყების და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი. ამიტომაც არ და ვერ ვიქნებით ჩმორები, და თან ვისი – დასუსტებული იმპერიის და მისი კომიკური „სტავლენიკის“, ბორია ივანიშვილის ჩმორები? ნურას უკაცრავად. მე, მიხეილ სააკაშვილი გეუბნებოდით, რომ 90-იანი წლების უბედურების რესტავრაციას დავასრულებთ, უსაფრთხოება დაბრუნდება და ნარკოტიკები და კრიმინალი გაქრება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, სკოლებში.კორუფცია სამუდამოდ ამოიშანთება ჩვენი ყოფიერებიდან და მენტალიტეტიდან. ამას ვამბობ ლიდერი, რომლის ე.წ. დამალული ქონება მთელ მსოფლიოში დაძებნეს და ერთი მოპარული თეთრი ვერ იპოვეს – რაც არ არსებობს, იმას როგორ იპოვიდნენ? ამას ვამბობ იდეალისტთა იმ დიდი ჯგუფის სახელით, რომელიც არასოდეს გაიყიდა. საქართველოში აღარ აშენდება 20-მილიონიანი ბინები, მაგრამ ყველა ქართულ ოჯახს ექნება ღირსეული ბინა და სამსახური. საქართველოში ჩამოვა ბევრი უცხოელი, მაგრამ ჩამოვა როგორც ტურისტი, როგორც სტუმარი – სტუმარი ღვთისაა – და არა როგორც აქაურობის ბატონ-პატრონი. დღევანდელი კლინიკების 100% აშენებულია ჩემ მიერ და ეს კლინიკები მოემსახურება ხალხს მთლიანად უფასოდ. ამ კლინიკების წუწკი მფლობელების ჯიბეში კი აღარ დაილექება მთელი შემოსავალი, არამედ გადანაწილდება ექიმებზე, ექთნებზე, სანიტრებზე. ჩვენს გლეხებს აღარ მოუწევთ ხელგაწვდილი დგომა და ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მათ მოუტანს მაღალ შემოსავალს. და რაც მთავარია: ხელისუფლების შიში აღარასდროს უნდა განაპირობებდეს ჩვენს საქციელს და მოტივაციას – კანონისა და ადამიანობის დაცვა კი, ხელისუფლების შიში არა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი სისუსტე, ისევე როგორც მთავარი სიძლიერე, არის სამშობლოს სიყვარული.„სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად ხუთი წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა მსურს, ასი პროცენტით დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ასი პროცენტით არის მზად ცვლილებებისთვის, ისე როგორც არასდროს. ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა, არამედ, ეს არის თავისუფლების სიყვარული, მონობასთან შეუგუებლობა. მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს – ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება. ვერშემდგარ დიქტატორს იცავს ფინიების, ტურებისა და ჰიენების ამქარი. არადა, ჩვენი სახელი, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, სპარსული „გორგისგან“ (მგლისგან) წარმოდგება – გეორგია, გორგასალი. „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“… მგლები დაიზარდნენ, მგლები ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სიტყვით დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა სასამართლო დარბაზში საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

მსოფლიო • 1790493729

მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპი

მსოფლიო • 1790492316

ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრისას განიხილა „მრავალი სხვადასხვა თემა, და ბევრ მათგანზე ჩვენ ძალიან მყარი თანხმობა გვაქვს“.„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? რომ მან შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, რომ მან შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ივლისში - 32 000 ადამიანი. ესენი უმეტესად ჯარისკაცები არიან. 97% - ჯარისკაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, ჯარისკაცები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები, წარმოიდგინეთ: 32 000. ორი თვის წინ კი - 33 000 ადამიანი“, - განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც „მოგვარება სურთ“.„ოდესმე, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას დადებენ“, - დასძინა ტრამპმა.   

პუტინი

მსოფლიო • 1790426968

The Washington Post: 14 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინის მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გააუქმოს

აშშ-ის სენატის ორივე პარტიის 14-მა წევრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიიწვიოს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.„პრეზიდენტი პუტინი სრულად არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებაზე. მისთვის შეერთებულ შტატებში „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის უფლების მიცემა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რომელიც უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ყოველდღიურად განაგრძობს თავდასხმებს“, - ნათქვამია სენატორების წერილში, რომელიც მათ ექსკლუზიურად The Washington Post-ს გაუზიარეს.სენატორები აღნიშნავენ, რომ პუტინი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებში მონაწილეობის გამო.მათი განცხადებით, თუ პუტინი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებული აღარ იქნება, მას შესაძლოა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პუტინის მიწვევა ოთხშაბათს დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს „მისთვის შესაძლებლობა იქნება, ურთიერთობა დაამყაროს არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც“.როგორც გამოცემა წერს, სილუანოვის მონაწილეობამ გასულ თვეში ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში გამართულ „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, სხვა მონაწილეები გააკვირვა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გააღიზიანა. მათ მოითხოვეს, რომ სილუანოვი მინისტერიალის საერთო ფოტოზე არ ყოფილიყო.წერილის ავტორები სენატორები როჯერ უიკერი “რესპუბლიკური“ პარტიიდან და „დემოკრატი“ ჯინ შაჰინი არიან. მას ხელი მოაწერა კიდევ ექვსმა „დემოკრატმა“ და ექვსმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

მარკ რუტე

მსოფლიო • 1790273940

მარკ რუტე: ნატო მზად არის უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის უპასუხოს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს.მან ეს განცხადება დანიური დაზვერვის ახალი გაფრთხილებების ფონზე გააკეთა. პარალელურად, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.„ნატო მზად არის უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.„რუსეთი სულ უფრო მეტად აქტიურობს კიბერსივრცესა და სხვა სფეროებში, თუმცა ნატო ამისთვის მზადაა“, - აღნიშნა რუტემ ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ ტერაქტებს მიეძღვნა.რუტეს თქმით, ნატოს წევრ ქვეყნებში ჰიბრიდული ინციდენტების მზარდი რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აგებს უკრაინის ომს, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს.„პუტინი ცუდ მდგომარეობაშია“, - განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ რუსეთი უკრაინის ომში ვერ იმარჯვებს, ამიტომ ნატოს 32 წევრი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.მან ნატოს წევრებს მოუწოდა, „მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას“, თუ მათ „მართლაც სურთ რუსებს მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ თითოეულ ჰიბრიდულ ინციდენტსა და თავდასხმაზე“.„საპასუხო ზომების ყველა ვარიანტი მზადყოფნაშია და ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს, რაც დაგვჭირდება“, - დასძინა რუტემ.

დონალდ ტუსკი

მსოფლიო • 1790271835

დონალდ ტუსკი: პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე რუსეთისთვის აგრესიის გაგრძელების წახალისებაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი მაიამიში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია.ტუსკმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორმატებში რუსეთისა და, კერძოდ, პუტინის მონაწილეობა მრავალწლიანი დისკუსიების თემაა. მან გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ თავისი პირველი ვადის დროს იყო უკმაყოფილო იმით, რომ რუსეთის ფედერაცია G7-ის შეხვედრებში აღარ მონაწილეობდა.„თითქოს დღეს იყოს, ისე მახსოვს ხანგრძლივი დისკუსია პრეზიდენტ ტრამპთან მისი პირველი ვადის დროს... უკვე მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამტკიცებდა, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი მაგიდასთან მჯდარიყო, მაგრამ სხვა პარტნიორები, მათ შორის მეც - როგორც ევროპული საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე - ვუხსნიდით, რომ ეს რუსული აგრესიის გამართლება გახდებოდა. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო უარესია“, - განაცხადა ტუსკმა.პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერდა ამას, კრემლის ხელმძღვანელის ამ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინაში მშვიდობა რომ დაეახლოებინა.თუმცა, ტუსკის თქმით, რუსეთმა ეს ნაბიჯი შესაძლოა აღიქვას როგორც წახალისება თავისი აგრესიის გასაგრძელებლად.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა • 1790241669

ირაკლი ფავლენიშვილი – ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი

 ერთ კვირაში, პირველ ოქტომბერს გადის ხუთი წელი, რაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი მიხეილ სააკაშვილი პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში, დაჭერილია ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, მოუწოდებს ყველას, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, 19:00 საათზე ე.წ. რიყის დოქებთან შეიკრიბონ.„ქვეყნის ფარგლებს გარეთ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შიგნით, დღეს უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ცხრა წელი იყო აღმშენებლობის წელი და არა, როგორც წლების განმავლობაში „ოცნების“ პროპაგანდის მიერ იყო შეფასებული. ახლა კი არის ნგრევის 14 წელი. ამიტომ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი, ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს რწმენის დაბრუნება თითოეული ქართული ოჯახისთვის, ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა, ყველას მოვუწოდებ, შევიკრიბოთ 19:00 საათზე რიყის ე.წ. დოქების იმ შენობასთან, რომელიც ისე გაავერაგეს და გააპარტახეს, როგორც ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გაგვიუქმეს ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, შეწყდა ევროპული ინტეგრაცია, შობადობა ისტორიულ მინიმუმზე, მიგრაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა, ბავშვებს წამლავენ, სკოლები ინგრევა და ამ ყველაფრის შესაჩერებლად აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კირილ დმიტრიევი

მსოფლიო • 1790229779

REUTERS: კირილ დმიტრიევი აშშ-ში გაემგზავრება და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ასევე სხვა პირებს შეხვდება. ამის შესახებ „როიტერს“ მოლაპარაკებების მომზადების საკითხთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განუცხადა.წყაროების ინფორმაციით, დმიტრიევის აშშ-ში ვიზიტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იყო შეთანხმებული, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვიზიტის მიზანია რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისა და სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელების უზრუნველყოფა. როგორც წყარო აცხადებს, დმიტრიევის ნიუ იორკში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, ენერგეტიკის საკითხები და უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

✕