კვარაცხელია

სპორტი 1773579675

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა - BBC Sport

ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა  -BBC Sport ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს. „საკუთარ თავს უბრალო ადამიანად მივიჩნევ. ვცდილობ, მიწაზე დავრჩე, ვუსმინო ჩემს ოჯახს და ყოველთვის მახსოვდეს, თუ ვინ ვარ და საიდან მოვდივარ",- ამბობს ქართველი ფეხბურთელი BBC Sport-თან საუბარში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თბილისში გაიზარდა. სტატიის ავტორის თქმით, ის ფეხბურთელის დედას, მაკასა და  მამას, ბადრისაც შეხვდა, რომელიც „დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელია. სტატიის ავტორი იმ სახლსაც აღწერს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია გაიზარდა:„ეს იყო თბილი, მოკრძალებული სახლი. ნაკლები ფუფუნების საგნით, თუმცა, მოგონებებით სავსე. გარემო სავსე იყო ფოტოებით, თასებითა და მაისურებით. მათ შორის იყო ის პირველი მაისურიც, რომელიც ხვიჩას „დინამო თბილისში" ყოფნისას ეცვა. საქართველოში ყოფნისას ხვიჩა კვლავ თავის პატარა საძინებელს იყენებს ოთახის  ერთ კუთხეში კომპიუტერის  მაგიდა, ყურსასმენები, კლავიატურა და სკამი დგას". „ხვიჩას პროფესიული კარიერა  და მისი გზა მწვერვალებისკენ „დინამო თბილისიდან" დაიწყო"-, ამბობს ფეხბურთელის დედა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ადრეული ასაკიდანვე  კვარაცხელიასთვის ფეხბურთი  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. „როგორც დედამისი იხსენებს, ის ბურთს გვერდიდან არ იშორებდა. სულ თან დაჰქონდა, მასთან ერთად ეძინა",- ვკითხულობთ სტატიაში. კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო შეხვედრა 2017 წელს გამართა, შემდეგ კი იჯარით „რუსთავსა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ წავიდა. სწორედ „ლოკომოტივში“ მიიღო პირველი მაღალი ხელფასი და ამ ფულის წყალობით მამამისს დაუფინანსა გულის ოპერაცია, რომელსაც მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.2019 წლის 22 მაისს მან პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო. შემდეგ იყო „რუბინი“, სადაც რუსეთის ჩემპიონატის ახალგაზრდა ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვარამ ყაზანი დატოვა და ქართულ კლუბში, „დინამო ბათუმში“ გადავიდა. 2022 წლის ივლისში კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გაიფორმა. ხვიჩასთან ერთად „პარტენოპეიმ“ სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ნეაპოლში მას ახალი მეტსახელი - „კვარადონა“ - შეარქვეს. ისტორიული წარმატების მიუხედავად, ხვიჩამ იცოდა, რომ დროის ამბავი იყო, მისით ევროპული გრანდი როდის დაინტერესდებოდა და ნეაპოლს როდის დატოვებდა. ეს გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ აღმოჩნდა, რომელმაც ის 70 მილიონ ევროდ შეიძინა. პარკ დე პრენსზე“ გადასვლას ტრებლი მოჰყვა. პსჟ-მ ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში, რომელშიც კვარამაც გაიტანა, „ინტერი“ გაანადგურა.კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც მეტოქეზე მიდის, წინსვლაზე ორიენტირებული დრიბლინგი აქვს და მოკლე მონაკვეთებში მანევრირება შეუძლია. ეს საქართველოში მიღწეული პროგრესისა და მუშაობის დამსახურებაა. კვარაცხელია ვიდეოანალიზის საშუალებით საკუთარ თამაშს ხვეწს; მას აქვს სპეციალური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც ფეთქებადობასა და მიმართულების სწრაფად შეცვლის უნარს იუმჯობესებს.ხვიჩა ძლიერი და ზუსტი დარტყმით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფლანგიდან ცენტრში შედის. მის თავდაჯერებულობას ვარჯიშებისას ამ მოძრაობის უთვალავჯერ გამეორება და სპორტდარბაზში ძალის მოსამატებელი სპეციალური რუტინები განაპირობებს.საკუთარი თაობის სხვა ნიჭიერი ფეხბურთელების მსგავსად, კვარაცხელიას საფეხბურთო კერპიც კრიშტიანუ რონალდუა. როგორც მისი გმირი, კვარა დაცვას აქტიურად ეხმარება და კონკურენტუნარიანი მენტალიტეტი აქვს.„ვგრძნობ, რომ გუნდში მნიშვნელოვანი როლი მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდია. აქ გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა მოიგოს და თამაშით სიამოვნება მივიღო. ფეხბურთი ჩემთვის ცხოვრებაა - მიყვარს თამაში და ფეხბურთით სიამოვნების მიღება.“ კვარაცხელია ჯერ კიდევ სწავლობს და მუშაობას აგრძელებს. მან იცის, რა ასპექტებში აქვს მოსამატებელი და ხვდება, რომ დაცვაში თამაში მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ანტონიო კონტესთან მუშაობისას გაიაზრა და გაკვეთილი კარგად აითვისა, რადგან ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ მისგან დაცვაში უფრო იშვიათად ჩასვლას ნამდვილად არ ითხოვს. სწავლის პროცესში კვარაცხელია ძველი ფეხბურთელების ვიდეოებს უყურებს, განსაკუთრებით რონალდინიოს მაგიას, და ცდილობს მათი მოძრაობები ვარჯიშებზე დაამუშაოს, შემდეგ კი საკუთარი არსენალი გააძლიეროს. „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ კვარაცხელია უმნიშვნელოვანესი მატჩების მონაწილეა და ზუსტად იმ სიტუაციაშია, რაშიც მისი ფავორიტი სპორტსმენები იყვნენ. იგი NBA-ის დიდი გულშემატკივარია და კობი ბრაიანტი და კევინ დურანტი უყვარს.„მნიშვნელოვანი შეხვედრებით ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი. საუბარია მატჩებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს არავინ იტყოდა. მეტი ზეწოლა, მეტი ინტენსიურობა, მაგრამ ამავდროულად მეტი მოტივაცია. ჩემი აზრით, ეს არის სიტუაცია, როცა შეგიძლია შენი ნამდვილი ხასიათი აჩვენო,“ - ამბობს კვარა. 2022 წლის აგვისტოში კვარაცხელიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც ნიცა თავაძეს ხვდებოდა — ქართველ სტუდენტს, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.მათი ტრადიციული ქართული ქორწილი 2023 წლის ოქტომბერში მცხეთის სამთავროს მონასტერში გაიმართა, ხოლო 2024 წლის 21 აგვისტოს თბილისში წყვილს პირველი შვილი - ვაჟი, დამიანე - შეეძინა. კვარაცხელიას პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არ არის. მოედნის მიღმა ის რადიკალურად განსხვავებულია. თუ მოედანზე უშიშარი და აგრესიულია, მის მიღმა მშვიდი და თავშეკავებულია.ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ თავმდაბალი ოჯახის კაცია - სრულიად განსხვავებული იმ ხელოვნურად შექმნილი სუპერვარსკვლავის იმიჯისგან, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ატარებს. მისი მეგობრები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის გულუხვობას - თვისებას, რომელიც ყოველთვის ჰქონდა, მაშინაც კი, როცა დიდი ფული არ გააჩნდა.კვარაცხელია პატრიოტია და კარგად ესმის, რომ მოედანზე მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენს, არამედ მაგალითია ქართველი ახალგაზრდებისთვისაც. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან მოვდივარ. საქართველოში იდენტობა ძალიან ძლიერი რამ არის და ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გავდივარ, ვცდილობ ეს წარმოვაჩინო.“ ქართველები ცნობილები არიან ძლიერი იდენტობით, კულტურისადმი სიამაყით და ჯიუტი გამძლეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმპერიებს შორის არსებობით ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ამ ყველაფრის განსახიერებაა — უშიშარი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა მცველს უტევს, თითქოს მთელ ქვეყანას თან ატარებს. მისი გზავნილი საქართველოს ახალგაზრდებისთვის მარტივია: „იცოდეთ, რომ მე აქ ვარ. ეს შესაძლებელია. თქვენც შეგიძლიათ ამ დონეს მიაღწიოთ,“ - წერს BBC.

 საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Fourfourtwo-ს რეიტინგში

Crystalsport 1773140538

„მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, „ლე პარიზიენს“ ინტერვიუ მისცა.„კვარამ“ საფეხბურთო კერპებზე, ფრანკ რიბერისა და მეტსახელზე ისაუბრა, რომელიც „ნაპოლიში“ ყოფნისას შეარქვეს.ვინ იყო შენი საფეხბურთო კერპი ბავშვობაში? „ბავშვობაში ჩემი კერპი გუტი იყო. მისი მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა, ამიტომ თეთრი მაისური ავიღე და შავი მარკერით დავაწერე: 14 ნომერი, გუტი. როდესაც მის თამაშს ვუყურებდი, ძალიან მომწონდა მისი საფეხბურთო აზროვნება, პასები და ინტელექტი. გუტი საოცარი ფეხბურთელი იყო...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

კვარაცხელია

Crystalsport 1770876804

რატომ არის კვარა გამორჩეული მოთამაშე - უეფას მწვრთნელების ანალიზი

პლატფორმა Coaches' Voice-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. კერძოდ, უეფას ლიცენზირებულმა მწვრთნელებმა გააანალიზეს ის სათამაშო სტილი, რომელმაც კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ აქცია. ტექნიკური ანალიზი ხვიჩა კვარაცხელია მემარჯვენე გარემარბია, რომელიც მეტწილად მოედნის მარცხენა ფლანგიდან უტევს.ის ფლობს დრიბლინგის, ბურთით წინსვლისა და ბურთის ტარების შესანიშნავ უნარს. „ნაპოლიში“ გატარებულ სადებიუტო სეზონში, მან სერია A-ში დრიბლინგების რაოდენობით, მეორე ადგილი დაიკავა და რაფაელ ლეაუს მხოლოდ ხუთი დრიბლინგით ჩამორჩა, მომდევნო სეზონში კი ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გავიდა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/81862-ratom-aris-kvara-gamorcheuli-motamashe---uepas-mtsvrtnelebis-analizi 

ხვიჩ კვარაცხელია

სპორტი 1769593039

გამოცემა „ეკიპი“: ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენისთვის“ შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა

ლუის ენრიკეს გაწვრთნილი „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ხვიჩა კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, გუნდის თავდამსხმელებს შორის მას ყველაზე ხშირად იყენებენ“, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დიდ შეხვედრებში ყოველთვის ახერხებს თავის გამოჩენას.„როდესაც ლუის კამპუში (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) ტრანსფერებსა და გუნდის ფორმირებაზე საუბრობს, ხშირად ახსენებს სიტყვა „ფაზლს“. საჭირო ფეხბურთელების შერჩევა, მათი როლების სწორად განსაზღვრა და ნათელი იდეების დანერგვა ის პრინციპებია, რომლებზეც 2023 წლიდან, კამპუშისა და ლუის ენრიკეს კლუბში მოსვლის შემდეგ, პროექტი აიგო. ამ კონცეფციის ნაწილი იყო 2025 წლის იანვარში განხორციელებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც.პარიზულ კლუბს შეტევითი პოტენციალის გაზრდა სურდა, თუმცა პარალელურად გასათვალისწინებელი იყო, როგორ იმოქმედებდა ეს ნაბიჯი ბრედლი ბარკოლას როლზე. ერთი წლის შემდეგ აშკარაა, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შედეგი გამოიღო. „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი სწრაფად მოირგო ახალ გარემოს.ლუის ენრიკესთვის კვარაცხელია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა – 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 46 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, 3 870 წუთი ითამაშა და პსჟ-ის ყველაზე ხშირად გამოყენებად შემტევად იქცა. ტრავმები მას არ ჰქონია, თუმცა დატვირთული კალენდრის ფონზე დაღლილობა უკვე შესამჩნევია.

ნიცა თავაძე

სპორტი 1769285220

ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ... - რას წერს უცხოური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეზე

ერთ-ერთი სპორტული გამოცემა, Essentiallysports ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეზე, ნიცა თავაძეზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - "ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე?“ . სტატიას footballnews.ge ავრცელებს."საფეხბურთო სამყარო სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოჩნდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომლებიც ყურადღებას როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა იპყრობდნენ თავიანთი ზებუნებრივი ნიჭით. დღეს ასეთი დონის ვარსკვლავები ნაკლებად ჩანან ეკრანებზე, მათ ძველი თაობის ფეხბურთელების მსგავსად აღარ აღმერთებენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი უნარები ნაკლებ აღფრთოვანებას იწვევს. ეს ნათლად გამოჩნდა აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროს. ამ ტურნირის და, ზოგადად, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიაა.მაშ, ვინ არის ეს ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება? კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ში 65 მილიონი ევროთი ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტით გადაიყვანეს, ლუის ენრიკეს გუნდში ნაპოლიდან მოხვდა, სადაც მან 191 თამაშში 46 გოლის და 48 საგოლე გადაცემის მოპოვება მოახერხა. მაგრამ კიდევ რა ვიცით ამ ფეხბურთელის შესახებ? ვინ დგას მის უკან? გთავაზობთ მცირე ინფორმაციას ნიცა თავაძის, ქართველი ვარსკვლავის მეუღლის შესახებ.ხვიჩა კვარაცხელია 2023 წელს დაქორწინდა შეყვარებულზე, ნიცა თავაძეზე, რომელთანაც ორი წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა. ნიცა თავაძე ძალიან თავშეკავებულია, ნაკლებადაა წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, საზოგადოებას მხოლოდ მატჩებზე შეუძლია მისი ნახვა, როცა ქმარს მხარს უჭერს. ნიცა თავაძის პორტრეტი: ცხოვრება კამერებს მიღმა, ოჯახი და ოჯახური ბედნიერება როდესაც ხვიჩას მეუღლისგან მიღებული მხარდაჭერის შესახებ ჰკითხეს, კვარაცხელიამ თქვა, რომ ნიცა ძალიან ემოციურია და შეიძლება იტიროს კიდეც, როდესაც მას გოლი გააქვს. - მაშ, ვინ არის სინამდვილეში ნიცა თავაძე? მიუხედავად იმისა, რომ მოდელზე ან კინოვარსკვლავზე დაქორწინება ფეხბურთის ვარსკვლავების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხვიჩას მეუღლემ განათლება სამედიცინო მიმართულებით მიიღო. ვინაიდან ნიცა თბილისში სწავლობდა, კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ნეაპოლში ვერ გადავიდა. ამ პერიოდში წყვილი დისტანციურად ურთიერთობდა, კვარაცხელია თავის პარტნიორზე ამბობდა: „ფეხბურთელების ცოლებმა და შეყვარებულებმა იციან, რომ ჩვენი გადატვირთული გრაფიკის, ვარჯიშისა და თამაშების გამო ყოველდღე ვერ დაგვირეკავენ ან მოგვწერენ. ის ამას გაგებით ხვდება“. ვრცლად

მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | კვარა FourFourTwo-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულშია

Crystalsport 1766603585

მსოფლიოს ტოპ 100 ფეხბურთელი | კვარა FourFourTwo-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულშია

The Guardian-ის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი FourFourTwo-მაც გამოაქვეყნა. The Guardian-ის მსგავსად, FourFourTwo-მაც ტოპ 100 შემოგვთავაზა და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზე გაიყვანა (The Guardian-ის რეიტინგში ხვიჩა მე-14 გახლავთ).„ცხადია, განსაკუთრებული უნდა იყო, ნაპოლის გულშემატკივრებმა ისეთი მეტსახელი რომ შეგარქვან, რომელიც დიეგო მარადონას უკავშირდება. მისთვის „კვარახონა“ ან „კვარაბალი“ რომ შეერქმიათ, იგივე ჟღერადობა და ეფექტი ნამდვილად არ ექნებოდა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/80515-msoplios-top-100-pekhburteli--kvara-fourfourtwo-s-reitingis-sauketeso-ateulshia 

მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Givemesport-ის რეიტინგში

Crystalsport 1762847363

მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელ ადგილზეა კვარა Givemesport-ის რეიტინგში

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები დაასახელა. ცნობილი ბრიტანული გამოცემის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ქართველ ფეხბურთელი მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. „ნაპოლიმ კარგად იმუშავა და ხვიჩა კვარაცხელია მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ, დროის ამბავი იყო, ქართველი შემტევი ნაპოლის როდის დატოვებდა, და საბოლოოდ პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. 2022/23 წლების სეზონში მან ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და 25 საგოლე მოქმედება ჰქონდა. მომდევნო სეზონში მისი სტატისტიკა გაუარესდა, თუმცა საფრანგეთში წარმატებას მიაღწია...“განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/iORAa2SBPCo?si=FXlTFUOuXqqKtZ2w" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" r

მსოფლიო 1760874116

ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ პაციენტს სხვა ადამიანის კიდურების გაკონტროლების საშუალება მისცა

 40 წლის პარალიზებულ კაცს ახლა სხვა ადამიანის ხელით ობიექტების შეგრძნება და გამოყენება შეუძლია. ეს მას შემდეგ, რაც კაცმა ტვინის იმპლანტის გამოყენება დაიწყო.კიტ ტომასს ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს. მან ტრავმა 2020 წელს აუზში ჩაყვინთვისას მიიღო. კაცმა კისერი დაიზიანა, რის შედეგადაც ზურგის ტვინი შესაბამის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. კიტი მკერდს ქვემოთ პარალიზებულია.   2023 წელს მან პირველად მიიღო ტვინის იმპლანტი. ტექნოლოგიამ ხელოვნური ინტელექტისა და არაინვაზიური ელექტროდების გამოყენებით კაცის ტვინსა და სხეულს შორის კომუნიკაცია ნაწილობრივ აღადგინა. ერთი წლის შემდეგ პაციენტს ხელებში მგრძნობელობა დაუბრუნდა და მარტივი მოძრაობების შესრულება შეძლო.და, აი, ახლა ტვინის იმპლანტმა მას საშუალება მისცა, აკონტროლოს სხვა ადამიანების კიდურები. კიტს შეუძლია სხვა ადამიანის ხელები იგრძნოს და მეტიც, მათი გამოყენებით ნივთები გადააადგილოს.კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ქალი, რომელიც ტომასის ავატარის როლს ასრულებდა. ის ტომასთან ელექტროდებითა და შესაბამისი სენსორებით იყო დაკავშირებული. ექსპერიმენტებში, სადაც ორივე თვალდახუჭული იყო, ტომასმა წარმატებით შეძლო ქალის ხელების გაკონტროლება. მან არამხოლოდ იგრძნო ქალის ხელები, მათი გამოყენებით საგნებიც გადააადგილა.კიტმა 2023 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სხვა ადამიანების დახმარება სურს: "რაც ყველაზე მეტად მინდა, არის სხვების დახმარება. ეს ყოველთვის იყო ის, რაშიც საუკეთესო ვიყავი. თუ ეს ვინმეს კიდევ უფრო მეტად დაეხმარება, ვიდრე მე დამეხმარა, ამ ყველაფრად ღირს".ბოლო კვლევამ მას ამის საშუალება მისცა. კიტმა შეძლო კეტი დენაპოლის — 60 წლის ქალის — ხელების კონტროლი, რომელსაც ზურგის ტვინის ნაწილობრივი დაზიანება აქვს. შედეგად ქალმა წყლის ბოთლის აღება და მისგან წყლის დასხმა შეძლო.მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს კვლევა ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებს მომავალში აუცილებლად გამოადგებათ."კვლევის ორივე მონაწილემ დააფასა ურთიერთქმედებისა და საერთო მიღწევის განცდა. ეს მომავალია და ის აქ არის", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ჰო

სპორტი 1759294797

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ზარიას დებიუტი შედგა

ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა. ტურნირზე პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა. ის „გალათასარაისთან“ თამაშში ალისონის ტრავმის შემდეგ, მეორე ტაიმში ჩაერთო. მამარდაშვილს გოლი არ გაუშვია, თუმცა „გალათასარაიმ“ პირველ ტაიმში გატანილი გოლის წყალობით შეძლო მატჩის მოგება.ამასთან, „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ მიღებული ტრავმის გამო ალისონის ჩელსისთან თამაში გამოირიცხა. შესაბამისად, შაბათს მამარდაშვილი ინგლისის პრემიერ-ლიგაში პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ითამაშა „კაირატის“ ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ. ის მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეცვლაზე შემოვიდა. ყაზახური გუნდი ესპანელებთან გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 დამარცხდა.დღეს კი ტურნირზე კიდევ 3 ქართველი ფეხბურთელის კლუბი იასპარეზებს. ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „იუვენტუსს“, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ კი „ნაპოლის“.

kvara

Crystalsport 1758812100

„მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი“ - როგორ დაემშვიდობა ხვიჩა ნაპოლის

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა, „ნაპოლიმ“ ცოტა ხნის წინ მეოთხე „სკუდეტოს“ აღსანიშნავად გადაღებული ფილმის, სახელწოდებით AG4IN-ის პრემიერა მოაწყო, რომელიც მთლიანად იტალიის ჩემპიონობისკენ განვლილ გზას ეხება.  ფილმში რეჟისორებმა ხვიჩა კვარაცხელიას დამშვიდობების კადრების შეიყვანეს. კერძოდ, მოცემულია ქართველი ფეხბურთელის სიტყვით მიმართვა, როდესაც ის პსჟ-ში გადასვლამდე აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ემშვიდობებოდა.  როგორც ცნობილი ხდება, ხვიჩა „ნაპოლის“ ფეხბურთელებს „კასტელ ვოლტურნოში“, „ატალანტასთან“ მატჩის წინ დაემშვიდობა. კადრებში ჩანს, რომ ქართველმა შემტევმა სიტყვით გამოსვლის დროს ცრემლებიც ვერ შეიკავა.  რას ამბობს კვარა დამშვიდობებისას:„ბიჭებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს...“განაგრძე კითხვა

სანჯოლი

Crystalsport 1757494543

„სანიოლის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო“ | ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და კომენტატორი, პიერ მენესი ვილი სანიოლის მიერ ხვიჩა კვარაცხელიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სანიოლმა აღნიშნა, რომ „ნაპოლიში“ გადასვლამდე, „კვარას“ ლიგა 1-ის კლუბებთან გაუწია რეკომენდაცია, თუმცა „ნიცას“ გარდა ინტერესი არავის გამოუხატავს.„ხვიჩა კვარაცხელია ქართველია და ნაპოლიში გადასვლამდე, ძლიერი სავიზიტო ბარათი არ ჰქონია. ფრანგული კლუბები არ შეწუხდნენ და მსგავსი ატიპიური პროფილის მოთამაშეს ყურადღება არ მიაქციეს, რაც სერიოზული შეცდომაა. როდესაც ვილი სანიოლის დონის სპეციალისტი ფეხბურთელს რეკომენდაციას უწევს, თუ ხარ კლუბი, რომელიც კარგად მუშაობს, უნდა წახვიდე და ამ მოთამაშეს დააკვირდე...“განაგრძე კითხვა

ჩემპიონთა ლიგა

სპორტი 1756378140

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის წინ ოთხივე კალათა დაკომპლექტდა

28 აგვისტოს უეფა-ს შტაბბინაში 2025/2026 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონის ძირითადი ეტაპის წილისყრა გაიმართება და ფინალურ ეტაპზე გასული გუნდები მომავალი მეტოქეების შესახებ შეიტყობენ.ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს – ისინი ოთხ კალათში კოეფიციენტების მიხედვით გადანაწილდნენ, თითოეულ კალათში ცხრა გუნდია.ტურნირზე ყველაზე მეტი, ექვსი წარმომადგენელი ინგლისს ეყოლება, ოთხი გუნდი კი მთავარ საკლუბო ტურნირზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ეს გუნდები არიან: „კაირატი“ (ყაზახეთი), „პაფოსი“ (კვიპროსი), „უნიონი“ (ბელგია), ბოდო/გლიმტი („ნორვეგია“).წინა სეზონის მსგავსად, არ იარესებს ტრადიციული ჯგუფური სისტემა, თითოეული კალათიდან ყოველ გუნდს ორი მეტოქე შეხვდება და რვა მატჩს გამართავს. ერთიან ცხრილში პირველ რვა ადგილზე გასული გუნდები მერვედფინალური ეტაპის საგზურს მიიღებენ, ხოლო 9-24 ადგილებზე გასულები 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყებენ პლეი ოფში ბრძოლას.ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი 16 სექტემბერს დაიწყება.პირველი კალათა: „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი), „რეალი“ (ესპანეთი), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „ბაიერნი“ (გერმანია), „ლივერპული“ (ინგლისი), „ინტერი“ (იტალია), „ჩელსი“ (ინგლისი), „დორტმუნდი“ (გერმანია), „ბარსელონა“ (ესპანეთი).მეორე კალათა: „არსენალი“ (ინგლისი), „ლევერკუზენი“ (გერმანია), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „ატალანტა“ (იტალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „იუვენტუსი“ (იტალია), „აინტრახტი“ (გერმანია), „ბრიუგე“ (ბელგია).მესამე კალათა: „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „პსვ ეინდჰოვენი“ (ნიდერლანდები), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „ნაპოლი“ (იტალია), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „სლავია“ (ჩეხეთი), „ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია), „მარსელი“ (საფრანგეთი).მეოთხე კალათა: „კოპენჰაგენი“ (დანია), „მონაკო“ (საფრანგეთი), „გალათასარაი“ (თურქეთი), „უნიონ სენ-ჟილი“ (ბელგია), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „ბილბაო“ (ესპანეთი), „ნიუკასლი“ (ინგლისი), „პაფოსი“ (კვიპროსი), „კაირატი“ (ყაზახეთი).