ლიფტი

დედაქალაქი 1778153107

ბმა-ს პროგრამით, ვაკის რაიონში ხუთი ამორტიზებული ლიფტი რეაბილიტირდა

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების  ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში,  წყნეთის ქუჩის N1-სა და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში ამორტიზებული ხუთი ლიფტი განახლდა.სამუშაოები წყნეთის ქ. N1-ში ორ სადარბაზოში, ხოლო ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N25-ში  სამ სადარბაზოში ჩატარდა. პროექტების საერთო ღირებულებამ, დაახლოებით, 181 000 ლარი შეადგინა.დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატებთან  ბექა გელენავასთან და ალექსანდრე ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან 99 ლიფტის განახლება დაფინანსდა, რისთვისაც ვაკის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში, დაახლოებით, 4 306 000 ლარია გათვალისწინებული.კანონმდებლობის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის შესაბამისად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება.

ლიფტი

საზოგადოება 1777542865

გლდანის რაიონის გამგეობამ 31 მისამართზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

გლდანის რაიონის გამგეობა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, სამუშაოები 14 მისამართზე ტარდება, 31 მისამართზე კი, უკვე დასრულდა. საერთო ჯამში, 31 ლიფტის რეაბილიტაციისთვის 1 443 300 ლარი დაიხარჯა.გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მოადგილე ნანა ციმაკურიძესთან ერთად, გლდანის მეორე მიკრორაიონის N38 კორპუსის X სადარბაზოს ლიფტის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული პროექტისთვის 47 000 ლარამდე დაიხარჯა. 

კობახიძე

კულტურა 1777448780

თქვენ იცით, რამხელაა „ერისიონის“ წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში - პრემიერი

თქვენ იცით, რამხელაა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანსამბლ "ერისიონისთვის" ახალი შენობის გადაცემის საკითხზე საუბრისას.„ახლა უკვე სრულიად ახალ სივრცეში შეუძლიათ განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა. თქვენ იცით, რამხელაა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი სასახლე, ახალი შენობა მისცემს მათ საშუალებას, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში და გააგრძელონ ის საქმე, რომელიც ათწლეულების წინ დაიწყო," - განაცხადა პრემიერმა.საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "ერისიონს", არსებობის ისტორიაში პირველად, საკუთარი შენობა აქვს.4080 კვ.მ. თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა მოიცავს ორ სარეპეტიციო დარბაზს, აქედან ერთ-ერთი საკონცერტო დანიშნულებისაც არის, რომელშიც 100-მდე მაყურებელი ეტევა, ერისიონის სკოლა-სტუდიის 900-მდე ბავშვისთვის სარეპეტიციო 3 დარბაზს, მსახიობების საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას, ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეებს, სასცენო სამოსის შესანახ სივრცეებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის მოწყობილია პანდუსები და ლიფტი და სხვა.

მშენებლობა

დედაქალაქი 1777138888

ავარიული სახლებისა და ლიფტების განახლება - რა ინფორმაციას ავრცელებს თბილისის მერია

მიცკევიჩის 4 ნომერში მდებარე 4 სართულიანი შენობა თანამედროვე 12 სართულიანი კორპუსით ჩანაცვლდება.თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში უკვე მზად არის პროექტიც - ოჯახებს კუთვნილი ფართები გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ. არსებული შენობა ამორტიზებულია. თბილისის მერიის, სამშენებლო კომპანიის და მოსახლეობის შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქეებს მშენებლობის დასრულებამდე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ.მერიის ინფორმაციით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, ამჟამად თბილისში ათეულობით პროექტი მიმდინარეობს. ძველ, ამორტიზებულ შენობებს ახალი, თანამედროვე არქიტექტურით დაპროექტებული შენობები ჩაანაცვლებს. თბილისის განვითარების ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობა ყველა მესაკუთრის 100%-იანი თანხმობაა.თბილისის მერიის კიდევ ერთი პროგრამა, ლიფტების ჩანაცვლებას ეხება. ოფიციალური მონაცემებით ბოლო სამ თვეში თბილისში 100-მდე ლიფტი განახლდა. ამ დროისთვის დედაქალაქის 10-ვე რაიონში რეაბილიტაცია კიდევ 54 ობიექტს უტარდება. კორპუსებს პრიორიტეტი ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით ენიჭება. წელს 700 განაცხადი დაკმაყოფილდება. ოთხი წლის განმავლობაში კი თბილისის მასშტაბით ყველა ამორტიზებული ლიფტი უნდა შეიცვალოს.სახურავების შეცვლა, სადარბაზოების განახლება, სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება - ეს იმ სამუშაოების ნაწილია, რომლებზეც დედაქალაქში ათეულობით პროექტი უკვე დასრულდა. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისთვის მერია ყოველწლიურად მილიონობით ლარს გამყოფს. პროგრამაში ჩასართავად ამხანაგობებმა განცხადებით გამგეობებს უნდა მიმართონ.თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა. პროგრამები მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

ლიფტი

საზოგადოება 1776858290

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, ამ მიმართულებით თანხები გაორმაგდა და 31 მლნ ლარია გათვალისწინებული.„2026 წელს 700-მდე ამორტიზებული ლიფტის განახლება და სრული რეაბილიტაცია მოხდება, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ყველა ამორტიზებული ლიფტი განახლდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე დასრულდა 100-მდე ლიფტის სრული განახლება, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს 54 ლიფტის რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.„გამგეობები განიხილავენ შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და პროექტირების ჩატარების მიზნით, გამგეობა სრულად აფინანსებს სხვადასხვა სამუშაოს, მათ შორის ლიფტების განახლებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

დედაქალაქი 1775073720

დავაანონსეთ მეტროს გაგრძელება, ეს არის გლდანში და ვარკეთილში. ასევე სერიოზული გამოწვევაა ავარიული ლიფტები, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა ჩავანაცვლოთ ისინი - კახა კალაძე

თბილისის მერმა გადაცემა "ღამის კურიერში" დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელთა შორის მეტროს გაფართოებისა და ლიფტების ჩანაცვლების პროგრამაა.როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, იგეგმება გლდანისა და ვარკეთილის მეტროს გაგრძელება, ასევე მნიშვნელოვანია სრულად ჩანაცვლდეს ლიფტები, რაც ქალაქისთვის გამოწვევად რჩება."რაც შეეხება მეტროს გაფართოების საკითხს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მეტროს ამოსასვლელების გაფართოების პროექტი. წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს სრული პროექტი, რომ გამოვაცხადოთ მშენებლობა და დავიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. მომავალი წლიდან დაიწყება სამუშაოები.გარდა ამისა, დავაანონსეთ მეტროს გაგრძელება, ეს არის გლდანში, ახმეტელის შემდეგ და ვარკეთილის მეტროს გაგრძელება. ამასთან დაკავშირებით მზადდება დოკუმენტაცია და უახლოეს მომავალში გვინდა გამოვაცხადოთ კვლევა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.გარდა ამისა, დაპირებად გვქონდა ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული გამოწვევაა ქალაქში, ძველ საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ავარიული ლიფტები და ჩვენი პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა ჩავანაცვლოთ ავარიული ლიფტები. იყოს უსაფრთხო და მოწესრიგებული - ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ოქრო

მსოფლიო 1773517143

ქალმა გაახალგაზრდავების მიზნით სახეში, ოქროს ნამცეცები „შეიშხაპუნა“ და საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა

მოსკოვის მცხოვრები ქალი საოპერაციო მაგიდაზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დამოუკიდებლად გაიკეთა სილამაზის ინექციები პრეპარატით, რომელიც ოქროს ნაწილაკებს შეიცავდა. ისტორიის დეტალები გამოაქვეყნა Telegram-არხმა Baza.გამოცემის ცნობით, 43 წლის მოსკოველმა ქალმა კოსმეტოლოგიის გამოფენაზე შეიძინა ამპულები EGF Peptide Gold Ampoule. გამყიდველები ჰპირდებოდნენ, რომ მათი გამოყენების შემდეგ  ლიფტინგის ეფექტი ექნებოდა.ქალმა გაახალგაზრდავების მიზნით პრეპარატი იყიდა და სახეში თავადვე გაიკეთა ინექცია, მანამდე კი ინტერნეტში ნანახი სასწავლო ვიდეოებით იხელმძღვანელა.

რა ვითარებაა ლიბერთი ბანკთან

შემთხვევა 1772516480

რა ვითარებაა „ლიბერთი ბანკში“, სადაც ძლიერი ხანძარი იყო

"ლიბერთი ბანკი" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ამავე ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია "მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების" შედეგად.ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა."ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიბერთი ბანკი

საზოგადოება 1772516256

„ლიბერთი ბანკი“ სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

"ლიბერთი ბანკი" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.ამავე ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია "მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების" შედეგად.ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა."ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიბერთი ბანკი

საზოგადოება 1772510294

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი იყო

 ხანძარი იყო თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში.ცეცხლი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობის ლიფტის შახტში გაჩნდა.როგორც ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისუფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. მობილიზებულია 20 სახანძრო ავტოტექნიკა ამ დროისთვის. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია, სრულად. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება, ყოფილიყო, ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის, ჯერჯერობით. სავარაუდოდ ხანძარი რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით. როგორც ადმინისტრაცია გვიყვება, ეს არის ლიფტის შახტი, სადაც ხანძარი იყო გაჩენილი. შიგნით არავინ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა, რომ ოფისში, ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლიკალიზება და უკვე ლიკვიდაციაც“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხანძარი გარე ფასადზე არსებულ შახტში გაჩნდა და საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა.„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. ძალიან კარგად იმუშავა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც დროულად აღმოფხვრა ხანძარი“, – აღნიშნა ბექა გოგიჩაიშვილმა

გოგა მანია

ასტროლოგია 1772224660

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია, სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება.„26 თებერვალი, 2026 წელი და ახალი წინასწარმეტყველება! ჩემთვის მძიმე სანახავია ხილვა და მერე ამ ყველაფრის გაჟღერება! გაფრთხილებთ, შესაძლო მოსახდენ საკითხებთან დაკავშირებით!1. ცნობილი ქართველი პიროვნება, რომელიც ზედოზირებით გარდაიცვლება!2. დიღმის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კომპლექსში ნანახი დიდი დოზით აკრძალული ნივთიერებები, მალე გავიგებთ!3. ზღვასთან დაკავშირებული პრობლემები! საქართველო ფოთი, ბათუმი.4. რუსთავში ლიფტის შახტასთან ყურადღებით იყავით!5. ოჯახური დავა, კონფლიქტი და მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომა!6. იტალიაში მიწისძვრები, ვულკანის საფრთხე და წითელი ზონა! რუსეთზე და ამერიკაზეც ეს შემიძლია ვთქვა!7. ომი ისევ გრძელდება!საქართველო დაცულია! მას უდიდესი ძალები იცავენ!“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში.

გოგა მანია

ასტროლოგია 1772136785

„ჩემთვის მძიმე სანახავია ხილვა და მერე ამ ყველაფრის გაჟღერება“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია, სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება.„26 თებერვალი, 2026 წელი და ახალი წინასწარმეტყველება! ჩემთვის მძიმე სანახავია ხილვა და მერე ამ ყველაფრის გაჟღერება! გაფრთხილებთ, შესაძლო მოსახდენ საკითხებთან დაკავშირებით!1. ცნობილი ქართველი პიროვნება, რომელიც ზედოზირებით გარდაიცვლება!2. დიღმის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კომპლექსში ნანახი დიდი დოზით აკრძალული ნივთიერებები, მალე გავიგებთ!3. ზღვასთან დაკავშირებული პრობლემები! საქართველო ფოთი, ბათუმი.4. რუსთავში ლიფტის შახტასთან ყურადღებით იყავით!5. ოჯახური დავა, კონფლიქტი და მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომა!6. იტალიაში მიწისძვრები, ვულკანის საფრთხე და წითელი ზონა! რუსეთზე და ამერიკაზეც ეს შემიძლია ვთქვა!7. ომი ისევ გრძელდება!საქართველო დაცულია! მას უდიდესი ძალები იცავენ!“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში.