თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია. შენობაში, რომელშიც ტელეკომპანია "ფორმულაა" განთავსებული, ცეცხლი 16:00 საათზე გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის მთავარი კერა შენობის მეხუთე სართულზე ლიფტის შახტა იყო, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ტელეკომპანიის თანამშრომლები ამ დროს შენობის მე-17-ე სართულზე იმყოფებოდნენ და ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. ჟურნალისტების ევაკუაცია ეტაპობრივად, მაშველების დახმარებით განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დროებით შეწყდა "ფორმულას" მაუწყებლობა. ხანძრის ადგილზე 15-ზე მეტმა სახანძრო მანქანამ და ათეულობით მეხანძრემ იმუშავა.

✕