რა ხდება ამ წუთებში ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში - მეხანძრეები „ფორმულას“ ნიუსრუმში მივიდნენ
1793794793
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანებაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, შენობაში ხანძარი დაახლოებით 16:00 საათზე, მე-16 სართულზე გაჩნდა.
ამავე შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
შემთხვევის დროს ნიუსრუმში 22 თანამშრომელი იმყოფებოდა. ამ წუთებში ტელეკომპანიის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. როგორც ჟურნალისტი წერს, ყველამ მოახერხა გარეთ გამოსვლა.