გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1793790662
პოლონეთში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან. სასამართლომ ბრალდებულს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პოლონური გამოცემა RMF24-ის ინფორმაციით, შემთხვევა 30 ოქტომბერს, ბარსელონიდან ვარშავის მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოხდა.
გამოცემის ცნობით, საქართველოს 29 წლის მოქალაქე ფრენის დროს მის გვერდით მჯდომ არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის შეხებით ავიწროებდა. 16 წლის გოგონამ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც დედამისმა დახმარებისთვის ბორტის პერსონალს მიმართა.
ეკიპაჟი მომხდარს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა, მამაკაცი არასრულწლოვანს მოაშორა და ინციდენტის შესახებ საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს აცნობა.
თვითმფრინავის მოდლინის აეროპორტში დაშვების შემდეგ ბორტზე სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ, რომლებმაც საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთის მოქალაქე 16 წლის გოგონაა, რომელიც ოჯახთან ერთად მოგზაურობდა.
დაკავებულ მამაკაცს ბრალი უკვე წარუდგინეს. პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს ის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.