წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, კრწანიში, ერეკლე მეორეს ქ. N 15-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს 11:20 საათიდან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოტე აფხაზის N26, N28, N30, N32. ტყავის 1 ჩიხი, ერეკლე მეორის N9, N11, N13, N15.