წვიმა ელჭექით, ზოგან სეტყვა - 11 ივნისიდან ამინდი იცვლება

ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს. 

„11 ივნისიდან - დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, სიცხის ფონზე ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სანაპირო კურორტებზე კი უახლოეს დღეებში - ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 11 ივნისს გაწვიმდება ხანმოკლედ ელჭექით.
ტემპერატურა ყველგან ნორმის ფარგლებში იქნება +22, +27 გრადუსის ფარგლებში.
ამინდის ყოველი ცვლილება გახდეს თქვენი ახალი იმედის დასაწყისი...",- წერს ფარტენაძე.