„ნუ ეტყვით ამას ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა!“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლის მიმართვა
1782848950
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ამ დრომდე ისრაელში მკურნალობენ. ბავშვმა არაერთი რთული ოპერაცია გადაიტანა.
დათის ისრაელიდან საქართველოში სამკურნალოდ სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩამოიყვანენ. ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს, რამდენად მიიღებს ორგანიზმი. ძლიერი ტკივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია",- ამბობს დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი „ინტერნეტპრესნიუსთან“ საუბრისას.