რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს - ვალუტის კურსი
1733260589
ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა. შესანიშნავი მუსიკოსი, პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა, - ამის შესახებ თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს.
„ორი კვირის წინ, ქალს შვილი დაეღუპა ტრაგიკულად. მოტოციკლით ავარიაში. დედამ შვილის პიტბული მასთან წამოიყვანა და ასეთი ტრაგიკული ფინალი... პიტბული უკიდეგანოდ ერთგულია მისი პატრონის და ეტყობა ჩათვალა, რომ ამ ქალმა დააშორა ის მის პატრონს. არ ვიცი, რა როგორ მოხდა, მაგრამ მთელი ამერიკის მედია შეძრა ამ ამბავმა.
სიტყვები უძლურია ასეთ ტრაგედიასთან. ეს ძაღლი ამ ბიჭის ტანსაცმელებზე არ აკიდებინებდა ხელს, იპარავდა და მათზე ეძინა, თურმე.
ეს ძაღლიც თავის ერთგულების მსხვერპლი გახდა და ეს მარინაც ასე დაღუპა, ღმერთო. ადგილზე მოუკლავს პოლიციას...მაგრამ რაღა დროსი იყო. საოცრად მიყვარს ძაღლები, მაგრამ მებრძოლი ძაღლების პანიკურად მეშინია.“, - წერს თამარ ივერი.