რომში ისტორიული კოშკის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები
1762190654
ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
"დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია).
როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
უფალმა აცხონოს ეპისკოპოს დამიანეს უკვდავი სული და მართალთა თანა დააწესოს იგი,"- წერია განცხადებაში.