სუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1733824430
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე დაიწყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გადატანა სხვადასხვა სპეციალურად შერჩეულ ადგილას, შენობის სრულ რეაბილიტაციამდე - ამის შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებას ავრცელებს.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებულ მუზეუმში დაცულია X-XVI საუკუნის სათხის მონასტრის (ბოლნისი) უნიკალური კანკელი, რომელიც 1900 წელს უკვე დანგრეული მონასტრიდან, გადარჩენის მიზნით, ექვთიმე თაყაიშვილმა ურმით ჩამოიტანა თბილისში.
იმ დროს კანკელს აკლდა ერთი ფრაგმენტი, რომლის პოვნის იმედსაც ექვთიმე თაყაიშვილი თავის მემუარებშიც გამოთქვამდა.
სათხის მონასტრის კანკელი დღემდე დაცული იყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდში.
“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” (საყდრისის კომიტეტი) ორწლიანი ბრძოლის და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად 2018 წლის მაისში დაიწყო სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველივე დღეებში, გაწმენდითი სამუშაოების დროს, აღმოჩენილი იქნა სათხის კანკელის დაკარგული ფრაგმენტი, რომელმაც ამ უნიკალური კანკელის ასაკი კიდევ უფრო დააძველა. დაზუსტდა, რომ სათხის კანკელი დამზადებულია არა მეფე ლაშა-გიორგის, არამედ თამარის მამის - მეფე გიორგი III-ის დროს და თარიღდება 1169 წლით.
„საყდრისის კომიტეტს“ სურვილი ჰქონდა, მონასტრის სრულად აღდგენის პარალელურად სათხის კანკელი ხელოვნების მუზეუმიდან გადმოტანილი ყოფილიყო ბოლნისში, ეს რეალური გახდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის გაზაფხულზე ბოლნისში გაიხსნა ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც თავისი ტექნიკური აღჭურვით თუ ექსპოზიციებით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
2021 წ. 4 აგვისტოს „საყდრისის კომიტეტმა“ შესაბამისი თხოვნით მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს და ამ საკითხზე კონსულტაციების დაწყება მოითხოვა, სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
გვურს, კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ, მივმართოთ შესაბამის უწყებებს, გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის და აქტივისტების სურვილი და ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული - სათხის მონასტრის კანკელი დაუბრუნდეს ბოლნისს და ღირსეული ადგილი დაიკავოს ახალი მუზეუმის ექსპოზიციებში“, - ნათქვამი განცხადებაში.
სუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1733824430