სანდრო კაჭახიძე მამა გახდა

sandro da mariami

ტელეწამყვანი, „რუსთავი2“-ის კურიერი P.S.-ის წამყვანი სანდრო კაჭახიძე დღეს მამა გახდა. ახალშობილს ალექსანდრე დაარქვეს. ახალბედა მამას კოლეგები შვილის შეძენას ულოცავენ.

„სანდრო დღეს ალექსანდრეს მამა გახდა ❤️ ვულოცავთ და სამსახურში ველოდებით, 11 სექტემბერს, 21:00 საათზე, კურიერი P.S. იწყება“, - წერია გადაცემის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, სანდრო კაჭახიძე, ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაც ჟურნალისტებს შორის მოხვდა. მისი მეუღლე მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ მაისურაძეა, რომელიც ასევე, ,,რუსთავი 2-ში" მუშაობს.