„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
პრეზიდენტმა, ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, ასევე დევი მეზურნიშვილი მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა
მარიტა მეფარიშვილი 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.
ხოლო "ეკოსერვის ჯგუფის" უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა.