1733258119
„ჩვენი გოგოები ერთად, ძალიან კარგად და საუკეთესო მეგობრები არიან“ - მარიტას დედის გზავნილი თიკო ჩხეიძეს
ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელის, თიკო ჩხეიძის ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალიშვილის, ტატას დაბადების დღეა. უამრავ გამოხმაურებას შორის, ერთ-ერთი ვაკის პარკში გარდაცვლილი მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის დედას ეკუთვნის.
მან შვილმკვდარ დედას ემოციური შეტყობინება გაუგზავნა.
„რა ლამაზია, გილოცავ თიკო. ბედნიერებაა, რომ ასეთი მაგარი ტატას დედა ხარ. აი ვიცი, ჩვენი გოგოები ერთად, ძალიან, ძალიან კარგად და საუკეთესო მეგობრები არიან. ტატა სულ მიყვარდა, მაგრამ ახლა საოცრად ძვირფასია ჩემთვის.“
რაზეც თიკო ჩხეიძემ საჯაროდ უპასუხა: საოცარი მარიტას, საოცარი დედიკოსგან ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ, რა გრძნობაა?! სიხარულის, ტკივილის, მონატრების და იმედის სიტყვებია! მოვა დრო და ჩვენს გოგოებს შევხვდებით, მაგრამ დედის გულს აქ რომ უნდა იყოს, ამას რა ვუყოთ. მათ სილამაზეს და ნათელ მომავალს...“ - დაწერა თიკო ჩხეიძემ.