ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
13 წლის მარიტა მეფარიშვილი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა დღეს, 15 ოქტომბერს უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
დილიდან მოზარდის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა, შემდეგ ახალგაზრდა ჩოგბურთელი სიმბოლურად კორტებზე გადაასვენეს.
მარიტა მეფარიშვილის მეწყვილის, ნიტა სხილაძის დეიდამ, ნატალი კატაშვილმა განათავსა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ტრაგედიამ საუკეთესო წყვილი, ნიტა და მარიტა დააშორა.. არც ვიცი, ამხელა ტკივილით განადგურებული ნიტა როგორ შეძლებს ფორმაში ჩადგომას, თუმცა მარიტას სულს პირობა მისცა, რომ ორივეს მაგივრად ითამაშებს და ყველა გამარჯვებას მარიტას ხსოვნას მიუძღვნის..“