1733256870
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა - რა უთხრა უკანასკნელად გოგონამ მეგობარს
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ იქადაგა.
„ყოველ დღე ვევედრები უფალს, რომ ყველას გაგვააზრებინოს, პატარა გოგომ რა გააკეთა. დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა, არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო.
ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ… ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა.
დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები… მე მინდა მის საოცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანა.
ეს მშობლები არიან სამაგალითო ყველაფრით, ზრდილობით, პროფესიონალიზმით, წესიერებით, საოცარი სანათესავო ჰყავს მარიტას… ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი…“ - თქვა მამა შალვამ.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკულ შემთხვევასც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე 9 პირია დაკავებული.