პრემიერი თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

irakli garibashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, „ცისფერი ტრიოს“ სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს თამაზ სეფერთელაძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით, თამაზ სეფერთელაძემ გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ სამუსიკო კულტურაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მომღერალი, ანსამბლ „ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.