მივმართავ იმ მოსამართლეს, ვინც ეს ექთანი აღადგინა: რა გინდათ, ამანაც უნდა მოკლას ვინმე და მერე შემოიკრავთ თავში ქათქათა ხელებს?! - გელა ზედელაშვილი

გელა ზედელაშვილი

ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ეს რა გავიგე?! ლევან რატიანს კლინიკაში ერთი უზარმაცესი, უზრდელი და გულგრილი ექთანი ჰყოლია, რომელსაც აფრთხილებდა, ჭკუაზე არიგებდა, ლამის ხელახლა აღზრდაც კი მუნდომა, მაგრამ ვინაიდან არაფერი გამოვიდა, სახლში გაუშვა!

გაუშვა რა, როგორც წესად არის ქცეული, პაციენტებთან მოხმალავე ექთანი სახლის მაგივრად სასამართლოში წავიდა და როგორც ასევე წესად არის ქცეული, პირველ ინსტანციაში მოიგო - სასამართლომ აღადგინა!

ვინ, ვინ და... დარწმუნებული ვარ, ბუნჩულა ლევან რატიანი თანამშრომელს უმიზეზოდ არ გაუშვებდა, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა უხეში ნინოს (კვაჭაძის) ქცევები და მეტი რა უნდა გაეკეთებინა, მართლა ხელახლა ხომ არ გაზრდიდა? არადა... თურმე ეს ქალი იმნაირი დაუმორჩილებელი ყოფილა, პაციენტებთან საერთოდ არ მიიშვებოდა!

მივმართავ იმ მოსამართლეს, ვინც ეს ექთანი აღადგინა: უკაცრავად, თქვენ გახსოვთ, ერთმა თელაველმა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობიდან ვიღაც ნაძირალა რომ გამოუშვა და იმ ნაძირალამ ცოლი მოკლა? ჰოდა, თუ გახსოვთ, რატომ უშვებთ სამსახურში ადამიანს, რომელიც პაციენტებისადმი უყურადღებობით და მათთან კონფლიქტით გამოირჩეოდა? რა გინდათ, ამანაც უნდა მოკლას ვინმე და მერე შემოიკრავთ თავში ქათქათა ხელებს?!",- წერს ზედელაშვილი.

ასევე ნახეთ:

👉 „ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, ღმერთი ხართ დედამიწაზე“ - ამბავი იმის შესახებ როგორ გადაარჩია ლევან რატიანმა შატილის ტრაგედიის შედეგად დაშავებულები სიკვდილს

👉 „როდესაც წვიმდა, მაგიდის ქვეშ დამიძინია, რომ არ დავსველებულიყავი“ – ლევან რატიანი რთულ დღეებზე

👉 უცნობი ისტორიები ლევან რატიანზე და მადლიერი პაციენტების გრძელი სია