"ყველაზე რთულ დროს თქვა უარი კოვიდპაციენტებთან მუშაობაზე..." - მედდას კოლეგები უპირისპირდებიან

ექთანმა შრომითი დავა მოიგო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედდის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, საავადმყოფოს მედპერსონალი არ იზიარებს. მათ ნაწილს კოლეგაზე საჯაროდ საუბარი არ სურს, თუმცა ,პირად საუბრებში ჰყვებიან, რომ ექთანი, რომლის სასარგებლო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, არაერთ პროფესიულ დარღვევაში იყო შემჩნეული.

“პანდემიის პერიოდში, ყველაზე რთულ დროს, როცა მთელი კლინიკა 24/7-ზე ვმუშაობდით, მათ შორის, მძიმე პაციენტების გადასარჩენად, მან უარი განაცხადა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობაზე“, - ჰყვება წყარო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან.

ექთანმა, ნინო კვაჭაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო. 

დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ.