მძიმედ ვიყავი, მიჭირდა, ექიმის დახმარება დამჭირდა - რუსკა მაყაშვილი ორუსლობის შემდგომ დეპრესიაზე საუბრობს

მსახიობი

ორსულობის შემდგომი დეპრესიის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოში“ ისაუბრა.

მისი თქმით, დეპრესიის დასაძლევად  სპეციალისტის დახმარება დასჭირდა.

„კატო, რომ გავაჩინე სერიოზული ამოცანა იყო, რომ ეს ყველაფერი მე არ დამემართოს, მაგრამ სამწუხაროდ საკმაოდ ღრმა დეპრესიაში გადამივიდა, საკმაოდ მძიმედ ვიყავი, მიჭირდა, სამი-ოთხი თვე გაგრძელდა და შემდეგ უკვე ექიმის დახმარება დამჭირდა. იმასაც ვერ ვხვდებოდი, რომ ექიმი უნდა დავიხმარო.  აგრესია მქონდა, რომ არ მჭირდება ექიმი, არავინ არ მინდა, მე კარგად ვარ  ამ დროს რა კარგად ხარ წინ ვერ იყურები.

ძალიან რთულია ეს დრო ქალისთვის იმიტომ, რომ საერთოდ ვერავინ ვერ გიგებს, ამ შემთხვევაში რა გააკეთე და რა ჰორმონალური  ცვლილებები მიდის შენში. შეიძლება ყურადღებამ გაგაღიზიანოს, შეიძლება უყურადღებობამ გაგაღიზიანოს, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი “, - ამბობს რუსკა მაყაშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოში“ საუბრის დროს.