ამ შეკითხვას ვინც სვამს, ისინიც მოძალადეები არიან... - რა გაიხსენა რუსკა მაყაშვილმა ბესო ზანგურზე

zanguri da ruska

„რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონევერტში, ამავე ტელევიზიის სახე, მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. 

გადაცემაში თემას ბესო ზანგურთან ერთ სცენაზე თამაშის ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი თემა მაყაშვილებისთვის, რუსკამ მაინც გაიხსენა რამდენიმე დეტალი უკვე ყოფილი სიძის შესახებ.

იმ პერიოდში როცა ოჯახმა იცოდით, რომ ნინუცა იყო ძალადობის მსხვერპლი. შენ გიწევდა ერთ სცენაზე თამაში ბესო ზანგურთან. არ გაგიჭირდა?- ჰკითხა გადაცემის წამყვანმა რუსკას, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო

„როცა ნინუცა ბესოსგან გამოიქცა, მან გვითხრა, „დამანებეთ თავი, მე არაფერი არ მინდა. მე მყავს შვილი“ და ჩვენ რაღაცნაირ ინერციას გავყევით. გვქონდა მე და ბესოს კონფლიქტები მაგრამ ბოლოს მაინც გავყევით ამ ინერციას. ერთად თამაში მოგვიწია, მაგრამ ეს იყო სცენა. სცენაზე როცა დგახარ, არავის აინტერესებს რა იყო და როგორ იყო.მერე როცა ბატონი ბესო ზანგური გამოხტა ერთ-ერთ გადაცემაში და თქვა, რომ არის არაჩვეულებრივი მამა, არაჩვეულებრივი ქმარი იყო... მაშინ ვუთხარი ნინუცას: უყრებ ამას?... მერე მოვიდა ნინუცა აზრზე... მერე დასვეს ვიღაცეებმა კითხვები "სად იყო 10 წელი?“, „რას აკეთებდა 10 წელი თუ ძალადობის მსხვერპლი იყო?“... ვინც ამ კითხვას სვამს, ისინი თავად არიან მოძალადეები... მე ვუთხარი ნინუცას, რომ ასე არ უნდა იჯდეს და არ უნდა ლაპარაკობდეს-მეთქი. ნუ გეშინია, მთელი საქართველო გვერდში დაგიდგება-მეთქი“.