1733256870
მამის გარდაცვალების ამბავი ტაქსიში, რადიოთი გავიგე - ანნა ბაკურაძე
მომღერალ ზურა ბაკურაძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა, როგორც მისი ქალიშვილი, ანნა ბაკურაძე „თბილისელებთან“ იხსენებს, მამის გარდაცვალების შესახებ ამბავი ტაქსიში გაიგო...
„სამწუხაროდ, ასე მოხდა. ყველა ცდილობდა, პირველს ეთქვა. მათიც მესმის, რეიტინგის თუ ინფორმაციის გავრცელების გამო ხდება ხოლმე ასე, მაგრამ მაინც მგონია, რომ როცა ასეთი ამბავია, ოჯახს უნდა მისცე საშუალება გაიგოს, გაიაზროს და ერთი საათის მომხდარი ამბავი საჯაროდ არ უნდა გამოცხადდეს. არავინ ვიყავით დაზღვეულები, რომ ეს ამ ფორმით გაგვეგო და ასეც მოხდა. შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ ტაქსიში, რადიოთი გავიგე.
როგორც ვიცი, დედას დაურეკეს და ჰკითხეს, რა ხდებაო? დედამაც არაფერი იცოდა, მერე „ფეისბუქზე“ შევიდა და იქ უკვე ყველაფერი აჭრელებული იყო ამ ამბით. მანამდე საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, მაგრამ დედაჩემის სახე რომ დავინახე, იმ დროიდან დავიწყე ფიქრი. მივხვდი, რომ ცხოვრება გრძელდება და მისთვის და ჩემი ძმისთვის ღირდა არსებობა.“ - იხსენებს ანნა ბაკურაძე.