„გიორგი შაქარაშვილის ნათესავმა მომწერა...“ - დომენიკ მანგო

მანგო

როდესაც გახმაურებული ტრაგიკული შემთხვევები დგება, მაშინ იწყებენ სევდიან მოთქმა-გოდებას, თითქოს განიცდიდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი თვალთმაქცური და ხელოვნური სპექტაკლებია. გარდაცვლილების პოლიტიკური ქულებისთვის გამოყენება უფრო დიდი ტრაგედიაა! -  ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა დომენიკ მანგომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა და საზოგადოებას მოუწოდა, უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება შეეწყვიტათ.

მოგვიანებით მანგომ დასძინა, რომ მას 2020 წელს მოკლული გიორგი შაქარაშვილის ახლობელმა მისწერა.

„მე მომწერა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ნათესავმა და მადლობა გადამიხადა, რომ სხვისი ტრაგედიები პირიდან გამოვგლიჯე გავეშებულ „პოლიტიკოსებს“. პოლიტიკური ეთიკა უნდა ამაღლდეს საქართველოში!“ - წერს აქტივისტი.