„გავსკდი ტირილით! გემუდარებით, მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! - ნანუკა გულუა

ნანუკა გულუა

გაშვილებული ტყუპების – ანო და თაკო სართანიების შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და უკვე რამდენიმე გადაცემაშიც მიიწვიეს. ერთ-ერთს ტელესახე ნანუკა გულუა ეხმაურება და საკუთარი ოჯახის ისტორიაზე წერს.

„გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას, რომლის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები, ვემუდარები, გადაეცით მითხრას ყველაფერი, რაც მას მაპოვნინებს, გთხოვთ!

პ.ს ბოლოს რაც გავარკვიე ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“ - წერს ნანუკა გულუა.