როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1793852427
ევროპაში მიმდინარე არეულობები და დასავლელი პარტნიორების ორმაგი სტანდარტები - თემაზე "ქართულ ოცნებაში" კვლავ განცხადებები კეთდება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც თბილისში პოლიციელებზე თავდასხმასა და ხანძრის გაჩენას პროტესტის გამოხატვად თვლიდნენ, დღეს საკუთარ ქუჩებში იგივე ქმედებებს მკვლელობის მცდელობად აფასებენ.
"ვხედავთ რა ხდება ევროპის ქალაქებში, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში.
როგორი განსხვავებული მიდგომა აქვს ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს, თუნდაც იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხდება ევროპაში ან ალბანეთში და იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საქართველოში - არის დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები.
იქ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელები ლამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ გმირებად შერაცხეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.